ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი

© FB / My Happy Familyფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი
ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი - ოდესის კინოფესტივალის ტრიუმფატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა ფილმმა მოიპოვა პრიზები საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ორი პრიზი მოიპოვა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც უკრაინაში 14-22 ივლისს ჩატარდა.

დრამა, რომელმაც კინოფორუმზე ორი პრიზი დაიმსახურა, მოგვითხრობს დედის, მეუღლისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ბედზე, რომელმაც პირადი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება გადაწყვიტა.

პირველი პრიზი „საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარი" გადაეცა კინოსურათის მსახიობთა გუნდს: ია შუღლიაშვილს, მერაბ ნინიძეს, ბერტა ხაფავას, ცისია ქუმსიაშვილს, გიორგი ტაბიძეს, გიორგი ხურცილავას, გოვენ ჭეიშვილსა და დიმიტრი ორაგველიძეს.

კადრი ფილმიდან ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
ქართულ დრამას "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ყაზახეთში წარმოადგენენ

მეორე პრიზი გადაეცა ფილმის ავტორებს — რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს. ისინი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის საუკეთესო რეჟისორებად გამოცხადდნენ.

ოდესის ფესტივალის გრან-პრი — მაყურებელთა კენჭისყრის მიხედვით მიიღო პეტერ ბროსენისა და ჯესიკა ვუდვორტის ფილმმა „ბელგიელთა მეფე". რეჟისორი რომან ბონდარჩუკი ფილმისათვის „დიქსილენდი" „ოქროს დიუკის" მფლობელი გახდა (ნომინაციაში "საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი"). სერგეი ბუკოვსკის „მთავარი როლი" საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა. იზაბელ იუპერმა და აგნეშკა ჰოლანდმა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები მიიღეს.

საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია; პირველი იყო „გრძელი ნათელი დღეები", რომელსაც დიდი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა.

ჰონგ-კონგის კინოპრემია - Sputnik საქართველო
ქართულმა დრამამ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონგ-კონგის "ოსკარი" მიიღო

ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა (მსახიობი ია შუღლიაშვილი), რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო (მსახიობი მერაბ ნინიძე) ცხოვრობენ.

მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის უბრალოდ მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას, დედისა და მეუღლის მარადიული მოვალეობებისგან გათავისუფლებას და უბრალოდ თავის თავთან ყოფნას შეძლებს.

ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.

ია შუღლიაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში ქართულმა ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მოწონება დაიმსახურა

ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალი „სანდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. იმ დროიდან ფილმი სხვადსხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი არაერთხელ გამხდარა.

ოდესის კინოფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა.

სხვადასხვა წლებში ოდესის ფესტივალის გამარჯებული ფილმებია: რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „ბრმა პაემნები", ელენა ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმი „ფარაჯანოვი" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0