ანასტასია რომანოვამ საკუთარი თავს ფოტო 1913 წელს გადაუღო, რათა შემდეგ სურათი მეგობრისთვის გაეგზავნა.
ანასტასიას ხელში უკავია ფოტოაპარატი Kodak Box Brownie. სწორედ ეს მარკა უწყობდა ხელს ფოტოგრაფიის განვითარებას.
ფოტო ანასტასია რომანოვამ მეგობარს ასეთი წარწერით გაუგზავნა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა“.
ეს სურათი პირველი სელფია რუსეთის იმპერიაში და ასევე მოზარდის მიერ გადაღებული პირველი სელფია მსოფლიოში.
სწორედ ამ კადრის გაცოცხლებას შეეცადა 35 რუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი რომანოვების სასახლეში. გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტოტურის ფარგლებში კომპანია „ჯეოტურისტის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.
პროექტისთვის ფოტოგრაფებმა მოდელი გოგონა აიყვანეს, ჩააცვეს მას თეთრი პერანგი, რომელიც ფოტოზე რომანოვას სამოსს გვაგონებს, დააყენეს ანალოგიურ პოზაში და ხელში ფოტოაპარატი დააჭერინეს. ორი კადრის შედარება და შეფასება შესაძლებელია ბორჯომის გამგეობის Facebook-გვერდზე.
ფოტოტურის ფარგლებში, რომელიც 29 ინვრამდე გაგრძელდება, ფოტოოპერატორების ობიექტივში ასევე მოხვდება ბორჯომის ცენტრალური პარკი, გოგირდოვანი აბანოები, კუკუშკა, ეიფელის ხიდი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, სოფელი ტაბაწყური.
ფოტოტურზე ვიდეოსიუჟეტებს რუსული ტელეკომპანია „ოერტე“, უკრაინული ტელეკომპანია „ინტერი“ და ქართული ტელეკომპანია „იმედი“ მოამზადებენ.
ღონისძიება მიმდინარეობს ბორჯომის გამგეობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.