თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. რომანოვების სასახლეს საკურორტო ქალაქ ბორჯომში, რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმად გადააკეთებენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Новости Грузия“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილზე დაყრდნობით.
ამ მიზნით, სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია) 25 წლით მმართველობაში გადაეცა საპარტნიორო ფონდს. რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია სამი წლის მანძილზე დასრულდება.
„ეს უნიკალური ძეგლია და მას მნიშვნელოვანი მოვლა სჭირდება… შენობაში მოეწყობა მუზეუმი, რომელიც შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისათვის. აუცილებელია სერიოზული ხარჯები იმისათვის, რომ ობიექტი შენარჩუნებულ იქნას როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, — ციტირებს სააგენტო ქუმსიშვილს.
მანამდე საქართველოს ხელისუფლება რომანოვების სასახლის გადაცემას კერძო ინვესტორისათვის გეგმავდა გრძელვადიანი მოხმარებისათვის, თუმცა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი დიდი ხარჯების გამო — გადაიფიქრეს — თქვა მინისტრმა.
„ეს დიდი პატივი და ვალდებულებაა ჩვენი ფონდისათვის. მანამდე იყო საუბარი იმაზე, რომ სასტუმრო აშენებულიყო ამ ადგილას, თუმცა პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამის. რომანოვების სასახლე მუზეუმი ინდა იყოს“, — თქვა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან.
საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში ამ ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის აღდგენისა და განვითარების კონცეფციას წარმოადგენს, თქვა საგანელიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომანოვების სასახლე საინტერესო ტურისტული ობიექტი იქნება დამსვენებლებისათვის.
რეაბილიტაციის სემდგომ, რომანოვების სასახლე ერთიან ტურისტულ კომპლექსში შევა სასტუმროსთან Rixos Hotel Borjomi.
პირველ ეტაპზე დაიწყება ობიექტის პროექტირების სამუშაოები. პროექტს ფონდი კულტურის სამინისტროსთან შეათანხმებს. გარდა ამისა ფონდი შეიმუშავებს 7 ჰექტარზე არსებული პარკის განვითარების პროექტს.
რომანოვების სასახლე მავრიტანული სტილის ვილაა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძისათვის აშენდა მტკვრის სანაპიროზე ლიკანში 1892-1895 წლებში. პროექტის ავტორი იყო ხნობილი არქიტექტორი ლეონტი-ბენუა.
საბჭოთა პერიოდში რომანოვების სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აქ ხშირად ისვენებდნენ საბჭოტა ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იოსებ სტალინი.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, სასახლეს საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა.