ბორჯომში ანასტასია რომანოვას სელფი „გააცოცხლეს“

© FB / Районная администрация Боржомиბორჯომში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფი გააცოცხლეს
ბორჯომში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფი გააცოცხლეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომში მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სელფი „გააცოცხლეს“, რომელიც ას წელზე მეტი ხნის წინ დიდმა თავადის ქალმა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის უმცროსმა ქალიშვილმა ანასტასია რომანოვამ ბორჯომის საგვარეულო სასახლეში გადაიღო.

ანასტასია რომანოვამ საკუთარი თავს ფოტო 1913 წელს გადაუღო, რათა შემდეგ სურათი მეგობრისთვის გაეგზავნა.

ანასტასიას ხელში უკავია ფოტოაპარატი Kodak Box Brownie. სწორედ ეს მარკა უწყობდა ხელს ფოტოგრაფიის განვითარებას.

ფოტო ანასტასია რომანოვამ მეგობარს ასეთი წარწერით გაუგზავნა: „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა“.

ეს სურათი პირველი სელფია რუსეთის იმპერიაში და ასევე მოზარდის მიერ გადაღებული პირველი სელფია მსოფლიოში.

რომანოვების სასახლე ლიკანში - Sputnik საქართველო
რომანოვების სასახლე ლიკანში მუზეუმად გადაკეთდება

სწორედ ამ კადრის გაცოცხლებას შეეცადა 35 რუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი რომანოვების სასახლეში. გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტოტურის ფარგლებში კომპანია „ჯეოტურისტის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.

პროექტისთვის ფოტოგრაფებმა მოდელი გოგონა აიყვანეს, ჩააცვეს მას თეთრი პერანგი, რომელიც ფოტოზე რომანოვას სამოსს გვაგონებს, დააყენეს ანალოგიურ პოზაში და ხელში ფოტოაპარატი დააჭერინეს. ორი კადრის შედარება და შეფასება შესაძლებელია ბორჯომის გამგეობის Facebook-გვერდზე.

ფოტოტურის ფარგლებში, რომელიც 29 ინვრამდე გაგრძელდება, ფოტოოპერატორების ობიექტივში ასევე მოხვდება ბორჯომის ცენტრალური პარკი, გოგირდოვანი აბანოები, კუკუშკა, ეიფელის ხიდი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, სოფელი ტაბაწყური.

© FB/ ბორჯომის მუნიციპალიტეტიგადაღებების პროცესი რომანოვების სასახლეში
გადაღებების პროცესი რომანოვების სასახლეში - Sputnik საქართველო
გადაღებების პროცესი რომანოვების სასახლეში

ფოტოტურზე ვიდეოსიუჟეტებს რუსული ტელეკომპანია „ოერტე“, უკრაინული ტელეკომპანია „ინტერი“ და ქართული ტელეკომპანია „იმედი“ მოამზადებენ.

ღონისძიება მიმდინარეობს ბორჯომის გამგეობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0