საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის ირგვლივ სკანდალი 2018 წლის დეკემბერში გაღვივდა. პარლამენტში წარმოდგენილი კანდიდატების სიისა და განსაკუთრებით საკითხის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრები.