ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება
„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ“, - ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიამ თანაპარტიელების კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10-კაციანი სიის უკან გაწვევის გამო დაიმსახურა. მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი კარს მიღმა არ უნდა წყდებოდეს.