თავისუფალი სტილით ცურვის რისკები... ანუ ოცნებად ქცეული ტივტივი!..

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლა
ვალუტის გაცვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ იძირება ლარი?! სად გადის კრიტიკული ზღვარი და რას ელოდება „მაშველთა კორპუსი"... მოუწევს თუ არა ეროვნულ ბანკს „თამაშის წესების" შეცვლა...

ვერაფრით გავახარებ მკითხველს!.. ეროვნული ვალუტა ძალზედ ავადაა! ეს ის შემთხვევა როდია, როცა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა… ყოველდღიური დინამიკა უარესობაზე მიგვანიშნებს. ლარი თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება!.. ვალუტის დევალვაციას სამომხმარებლო და სასურსთო ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ისედაც გაუსაძლის ყოფას, კიდევ უფრო ამძიმებ. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ლარის მორიგ „მიღწევებში“ მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. მმართველი პარტია განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს. ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი კი ახალს, კონკრეტულს და თანაც იმედის მომცემს არაფერს ამბობს, უკვე მერამდენედ „გვიიასნებს“, რომ საქართველოში მოქმედებს ე.წ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ წყლის ზედაპირზე კარგი და მოსაწონი არაფერი ტივტივებს, თავისუფალ „მყვინთავ“ კურსს, აშკარად „ტივტივას“ ვამჯობინებ!.. ეროვნული ბანკის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობას ბოლომდე არ იხსნის და ლარის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში მოქმედებისთვის მზად არის…

ლარი - Sputnik საქართველო
დავეწიოთ და გავუსწროთ... ლარს

„თუ ლარის კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და საფრთხეს შეუქმნის ინფლაციას, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას…“, — ეს ოქროს სიტყვები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს ეკუთვნის. მანვე გვახარა, რომ ლარის კვდომის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, ფუნდამენტური ფაქტორები პოზიტიურია და ის, რაც ახლა ეროვნული ვალუტის თავს ხდება მოლოდინების შედეგია…

საინტერესოა ვინ და რამ შეუწყო ხელი ბოლო წლების განმავლობაში, შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზე, საზოგადოებაში უცხოური ვალუტის, კერძოდ ამერიკული დოლარის შესაძლო გაძვირების მოლოდინების ჩამოყალიბებას… ამ კითხვაზე ხელისუფლებიდან ჯერჯერობით არავინ პასუხობს. ამასობაში ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2.80-მდე დაეცემა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება. სწორედ ეკონომიკის მინისტრად ახლად გამწესებულმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პოსტი ეკავა, ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებისგან თავი შეიკავა, მაგრამ მთავარი საბანკო სტრუქტურის პოზიცია მოიწონა. კიდევ ერთი „ოქროს სიტყვების“ ციტირება საჭიროდ აღარ ჩავთვალე და იმედია მკითხველი არ დამძრახავს.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
რამ გამოიწვია ლარის კურსის მყისიერი გაუფასურება

ერთი სიტყვით, ლარის გაუფასურების პროცესში როგორც მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ლარი დასტაბილურდებოდა, დღეს კი სხვა შედეგის წინაშე აღმოვჩნდით. რა არის ლარის ასე მკვეთრად გაუფასურების მთავარი მიზეზი…

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია — „ქვეყნის ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების მიზეზად ტრანზაქციებს ასახელებს. ეს მხოლოდ ახლა რატომ გაახსენდათ, გადარიცხვები აქამდეც ხომ ხდებოდა ამოიღონ და ნახონ, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქცია, საქმე მილიონებს ეხება და ამაზე მთავრობაც და ეროვნული ბანკიც თვალს ხუჭავენ. საქართველოში კარგად მუშაობს ინფრასტრუქტურული მოწყობა. მიდის სარემონტო სამუშაოები, ამზადებენ ნიადაგს, რადგან 2018 წლისთვისაც ასევე გამოყოფილია დიდი თანხები. ამ სახის ტენდერებში ძირითადად უცხოური კომპანიები იგებენ და ისინი ახერხებენ, რომ წარმოადგინონ ტენდერში საავანსო გარანტიები, აკეთებენ ამის კონვენტირებას და აბრუნებენ ფულს უკან, თავიანთ ქვეყნებში. აქ მილიონებზეა საუბარი. ეროვნული ბანკი კი ასეთი ტრანზაქციების დროს უნდა ჩაერიოს ვითარებაში. როდესაც უცხოურ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებას, დაამატონ ისიც, რომ მათ ეს ფული არ უნდა გაიტანონ და უნდა დახარჯონ ლარში. საერთოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს, თუმცა არ ასრულებს. საფინანსო ბაზარი უმძიმეს დღეშია. რა უნდა გააკეთოს მცირე ბიზნესმა ამხელა მერყეობის პირობებში, ვერც კი წარმომიდგენია. ყველაფერს იწვევს ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებენ…“

თბილისი - Sputnik საქართველო
პანიკის გარეშე! გაგებით მოეკიდეთ! თქვენ კიდევ უფრო გაღარიბდით!..

არავისთვის უცხო არ არის, რომ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები საკმაოდ აცდენილია ერთმანეთს, ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. ასეთ პირობებში საჭიროა ეკონომიკური ბლოკის გააქტიურება, თუმცა, როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ამის იმედი ჯერ არ უნდა გვქონდეს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფულის მასის ზრდა ლარის გაუფასურებას არ იწვევსო. მართალია, მაგრამ ეს მაშინ, როცა „ბლუმბერგის” დახურულ სისტემაში ვაჭრობს ასობით კომპანია და არა შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები. იქ მხოლოდ 3-4 ბანკი დომინირებს, რატომ არ ვაჭრობს 2000 კომპანია და რატომ არ არის ბაზარი ხელმისაწვდომი ყველასთვის… ვეცდები ამ კითხვებზე უახლოეს მომავალსი მივიღოთ პასუხები. მანამდე კი ვიტყვი, რომ მრავალჯერ გაისმა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქვეყანაში სავალუტო ბაზარი საკმაოდ კარგადაა და მედია ამწვავებს ვითარებას…

ნიკა შენგელია — „დიახ, ხშირად გვსმენია, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ჩვენი, ექსპერტ-ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებებისა და არასახარბიელო პროგნოზების ბრალია. ჩვენ ვამბობდით იმას, რასაც ვფიქრობდით. სამწუხაროდ, პროგნოზი მართლდება. არასდროს არაფერს ვამბობთ შემთხვევით და შესაბამისი წყაროს გარეშე. ახლა ვაცხადებ, რომ 2.75-78 ნიშნულის შემდეგ გააკეთებენ კორექციას, რის მერეც ლარი შეიძლება 2.68-იან ნიშნულს მიუახლოვდეს, თუმცა 2.50 ოცნებად დაგვრჩება. რა ნიშნულზეცაა დათვლილი ბიუჯეტი, იქამდე ჩამოსვლას კარგა ხანს მოვუნდებით…“

დასასრულს თავადაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას მმართველი გუნდისა და ეროვნული ბანკის შესაძლო საპარლამენტო თავგადასავალზე. უმრავლესობა შეეცდება, ეროვნულ ბანკს „ყური აუწიოს“… გააფრთხილებს, რომ არ მისცეს კომერციულ ბანკებს სპეკულირების საშუალება. რასაკვირველია, ყოფით პრობლემებზეც გაამახვილებენ ყურადღებას, რადგანაც ლარის დევალვაციის შემდეგ, ცხოვრება გაძვირდა. ვფიქრობ, ეროვნული ბანკს მოუწევს ლარის კურსის დააკორექტირება.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
სეზონური გაქცევა...

არის ალტერნატიული გზაც, შეისმინონ სპეციალისტთა რჩევები, კერძოდ აამუშაონ ფასიანი ქაღალდების ბაზარი და დაასრულონ ორი ბანკის ოლიგოპოლია. მოქალაქეებს თუ ფული გვჭირდება იმისათვის, რომ დავიწყოთ ბიზნესი, მხოლოდ ბანკებს უნდა მივმართოთ. მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. ჩვენი საბანკო სისტემა ეკონომიკის პირდაპირი მტერია. გამოსავალი ერთია, გატარდეს სწორი საფინანსო პოლიტიკა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. დღეს ის ვითარებაა, როცა დოლარის შეძენაზე არ არის საუბარი, საუბარია თვითგადარჩენაზე, არსებობაზე, რისი საშუალებაც უმრავლესობას უკვე არა აქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0