ვინმე სილა (სავარაუდოდ, სილოვან) სანდუნოვი გახლდათ კეთილშობილი ქართული საგვარეულოს, ზანდუკელების წარმომადგენელი, რომელსაც სატრფოსთან შეუღლების ნებართვა პირადად იმპერატრიცა ეკატერინემ დართო და ბრილიანტის უძვირფასესი სამკაულიც აჩუქა
რა მოხდა დიდგორის ველზე? რა მანქანებით შეათანხმეს მოქმედება ორასმა მხედარმა, მეფე დავითმა და დემეტრემ?
ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო
აღშფოთებული ბრაზილიელი სპორტსმენი ხმამაღლა აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებას, ხმამაღლა ყვიროდა — „სანეევი გრანდ, პრიმა!“, მაგრამ მას არავინ უსმენდა…
იგორ ნაგორნი - ქართული ტელევიზიის ცოცხალი მატიანე და ყველაფერ ქართულზე შეყვარებული, რუსთა მეფისწულის აღმზრდელის ჩამომავალი და ერთი გემრიელი ქალაქელი კაცი, ხვალ, 25 ივნისს დაიმარხება თბილისის ცის ქვეშ...
ყადიმ ხელის ერთი მოძრაობით შვილები ადგილზე დააბრუნა, მეორეთი საკინძე შეიხსნა, ძეწკვზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარი ამოიღო და ემთხვია. მერე ბიჭებს გადახედა და ამათაც იგივე გაიმეორეს. ენა ჩამივარდა...
მამაცი ქართველი ქალი რუსეთის იმპერიის ჯარში ჩარიცხულა 1915 წელს — მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილს თავი გადაუპარსავს, რომ მისი სქესი ვერ გაეგოთ
1981 წლის 13 მაისი ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის საკრალური და უაღრესად ძვირფასი თარიღია, რადგან მსგავსი წარმატებისთვის ქართველ ფეხბურთელებს არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მიუღწევიათ
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, სრულიად შემთხვევით შევიტყვე. პეტერბურგელმა მეგობარმა, ისტორიკოსმა იგორ კუზმინმა ფინელი ანარქისტის კონრად ცილიაკუსის წიგნი მაჩვენა — აქ ქართველებზე ბევრი საინტერესო წერიაო
უცხოტომელი მამაკაცები დედის რძეს მონატრებული ჩვილებივით მიეტანენ ტარხუნას, წინასწარ გაფრთხილებული მიმტანები ახალი პარტიების შემოტანას ვერ აუდიოდნენ, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ...
მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემით, დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, წააყვედრებდა ხოლმე, არ დასცხრები, შე გიაურო და გურჯის შვილოვო!..
სააპარატოში მე და კახას ცრემლით გვქონდა თვალები სავსე. მონიტორში ვხედავდით, როგორ იმშრალებდა ბორია წანწკარით მომდინარე სისველეს. სრული სიჩუმე დარბაზში დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა...
ექვსი ქართველი, ორი პოლონელი, ერთი სომეხი და ოთხი რუსი პროფესიონალ ფეხბურთელთა „მსოფლიოს ნაკრებად“ მოვინათლეთ და ალჟირში ამოვყავით თავი. მალე მოწვევები მოგვივიდა მაროკოდან და ტუნისიდან და არც იქ შეგვირცხვენია „მსოფლიოს ნაკრების“ სახელი...
წახკაძორში მყოფი ლევანი ისე გამწარებულა, შებნელებულზე ჩუმად გაპარულა, ერევანში ჩასულა, სასტუმრო „ანის“ წინ მოზეიმე ახალგაზრდების ჯგუფთან მისულა და უთხოვია, 11 კაცი გამომყევით, თქვენთან პატარა საქმე მაქვსო. შემდეგ რაც მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის...
4 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა XX საუკუნის უდიდესი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და უამრავი ღირსებით შემკობილი პიროვნება რობერტ შავლაყაძე