https://sputnik-georgia.com/20230127/giorgi-bagrationi-gruzinski-274320115.html
რისთვის გაჩუქდა ქართული სიწმინდე, ანუ ამბავი მკვდრეთით აღმდგარი გიორგი ბაგრატიონისა
რისთვის გაჩუქდა ქართული სიწმინდე, ანუ ამბავი მკვდრეთით აღმდგარი გიორგი ბაგრატიონისა
Sputnik საქართველო
ქართლის დიდი მეფის ვახტანგ VI-ის ბედ-იღბალი საყოველთაოდ ცნობილია. 1724-25 წლებში იგი ირანელების მოძალებას გაერიდა და იძულებული გახდა, რუსეთში ეთხოვა... 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T15:50+0400
2023-01-27T15:50+0400
2023-01-27T20:53+0400
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24162/41/241624119_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_0ed97d71edf0a0bb105f95a3e749aa18.jpg
ქართლის დიდი მეფის ვახტანგ VI-ის ბედ-იღბალი საყოველთაოდ ცნობილია. 1724-25 წლებში იგი ირანელების მოძალებას გაერიდა და იძულებული გახდა, რუსეთში ეთხოვა თავშესაფარი. მეფეს თან დიდი ამალა — 1200-ზე მეტი ადამიანი ახლდა, რომელთა უმეტესობა შემდეგ რუსეთში დარჩა. მათ შორის იყო ვახტანგის უფროსი ვაჟიც, ტახტის მემკვიდრე ბაქარი.დღევანდელი ამბის მთავარი გმირი სწორედ ამ უფლისწულის შვილიშვილი გიორგი ბაგრატიონი, ან, როგორც მას რუსეთში უწოდებდნენ, გიორგი გრუზინსკია.გიორგი მოსკოვში დაიბადა 1762 წელს. იმ დროისათვის კარგი განათლება მიიღო, იცოდა რამდენიმე ენა – ფრანგული, იტალიური, გერმანული, დაინტერესებული იყო გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, ფიზიკით, ფორტიფიკაციებითა და არტილერიით. და სამხედრო კარიერაში წინსვლასაც მოახერხებდა, მაგრამ 1786 წელს მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს და მდინარე ვოლგის ნაპირზე, საგვარეულო მამულ ლისკოვოში დასახლდა.ეს მხარე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში იყო ცნობილი დიდებული ტაძრებით. სწორედ იქ ინახებოდა 1749 წლიდან 1808 წლამდე უდიდესი ქართული სიწმინდე — წმინდა ნინოს ჯვარი.გიორგი გრუზინსკის თანამედროვენი ხშირად „ვოლგელ მეფეს“ უწოდებდნენ მისი წარმომავლობისა და პიროვნული თვისებების გამო. გადმოცემით, ის საოცრად წინააღმდეგობრივი ადამიანი ყოფილა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ერთ ადამიანში ერთდროულად „ცხოვრობდა“ ზღვარგადასულად თავაშვებული პიროვნება და ენით აუწერელი ქველმოქმედი. შეეძლო წვრილმანის გამო აურზაური აეტეხა, მაგრამ საოცრად გულითადი და დამნდობიც ყოფილიყო.გიორგი გრუზინსკი ეკლესია-მონასტრებს უხვად სწირავდა ფულს და გუბერნიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. შვიდჯერ იყო არჩეული ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლად.1812 წელს, ნაპოლეონთან ომის დროს ნიჟეგოროდელთაგან სახალხო ლაშქარი შექმნა, თვითონვე ჩაუდგა სათავეში და მთელ ბატალიონს საკუთარი ხარჯით ინახავდა. ამავე დროს ათასგვარ მაქინაციებსაც მიმართავდა და დევნილ ყმა-გლეხებსაც იფარებდა. თუმცა ტირანი მმართველი კი იყო.ერთხელ, გლეხებისადმი უმკაცრესი და უკანონო მოპყრობის გამო გრუზინსკი სასამართლოს გადასცეს. საქმე გახმაურდა და იმპერატორ პავლე პირველის ყურამდე მივიდა, რომელმაც მისი დასჯა ბრძანა.გრუზინსკიმ ამ საქმიდან ძალიან მოხერხებულად დაიძვრინა თავი — საჭირო ხალხი მოისყიდა, თავი მოიმკვდარუნა და ძალიან მდიდრული დაკრძალვა მოიწყო. სამი წლის განმავლობაში — 1798-დან 1801 წლამდე, გარდაცვლილად ირიცხებოდა, ანუ სანამ იმპერატორი პავლე პირველი სიცოცხლეს არ გამოასალმეს.მკვდრეთით მხოლოდ მას შემდეგ „აღდგა“, რაც ტახტზე ალექსანდრე პირველი ავიდა, რომლისგანაც შეწყალება მიიღო — რაღაც მანქანებით პირადად შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე I-ს და ქართული ეკლესიის რელიკვია, წმინდა ნინოს ჯვარი გადასცა საჩუქრად.გიორგი გრუზინსკის ერთი უცნაურობაც ახასიათებდა: მისი სახლის წინ ყოველდღე იდგმებოდა სპეციალური კალათა, სადაც ყველა ქალს შეეძლო ჩაეწვინა მისგან შობილი ჩვილი. ის არად დაგიდევდათ, რომ კალათში შეიძლებოდა სხვისი შვილიც ჩაეწვინათ. არც კი არკვევდა ბავშვის წარმომავლობას — კალათში აღმოჩენილ ყველა ბავშვს, რომელთა რიცხვიც 100-ს აღემატებოდა, სათანადო მოვლა-პატრონობას არ აკლებდა და განათლებასაც აძლევდა.რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა მემამულემ გიორგი გრუზინსკიმ არაერთი ქველმოქმედება გასწია: დააფინანსა ნიჟნი-ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოების პროექტი, დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი, ლისკოვოში გახსნა აფთიაქი, 1848 წელს ქალაქის სასწავლებელს თავისი ერთი სახლი აჩუქა და სწავლის ხარჯებსაც თავად ფარავდა.ცნობილია ისიც, რომ ქართველ მეფეთა ჩამომავალი დეკაბრისტებთანაც მეგობრობდა და აქტიურადაც ეხმარებოდა მათ.დაბა ლისკოვოში გრუზინსკის ნებართვის გარეშე ცაში ფრინველიც არ დაფრინავდა. ბაზრობის სეზონიც კი არ იხსნებოდა მის გარეშე, რომელზეც გიორგი ბაგრატიონი 12 ცხენშებმული მოოქროვილი კარეტით მიბრძანდებოდა.გარდა ამისა, მის მისვლამდე არავითარ შემთხვევაში არ იწყებოდა საეკლესიო მსახურება წმიდა მაკარის მონასტერში — არქიმანდრიტი და გუბერნატორი მოთმინებით ელოდნენ მარჩენალის მიბრძანებას.„ვოლგელ მეფეს“ კარ-მიდამოც მეფურად ჰქონდა მოწყობილი. სახლს გარს ორანჟერეებითა და წყალსატევებით მოწყობილი მშვენიერი პარკი აკრავდა. იქვე, შორიახლოს მისივე აგებული ამაღლების ტაძარი იდგა, რომლის არქიტექტორიც თავად იყო.უცნაურმა პიროვნებამ სიცოცხლეც უცნაურად დაასრულა: 90 წელს მიღწეული დიდი თავადი კარავში ისვენებდა. მოულოდნელად იქ ვიღაც „მუჟიკი“ შევიდა და ბატონის დანახვაზე ქუდი არ მოიხადა. და ლისკოვოელ დიდთავადში ქართველ ბაგრატიონთა სისხლმა გაიღვიძა, აღშფოთებისგან რისხვით აენთო, გულის შეტევა დაემართა და იქვე განუტევა სული.გიორგი გრუზინსკი 1852 წლის 15 მაისს დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ლისკოვოს ამაღლების ტაძარში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24162/41/241624119_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_06d7534d351947deae05588b5d61c789.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები
ქართლის დიდი მეფის ვახტანგ VI-ის ბედ-იღბალი საყოველთაოდ ცნობილია. 1724-25 წლებში იგი ირანელების მოძალებას გაერიდა და იძულებული გახდა, რუსეთში ეთხოვა თავშესაფარი. მეფეს თან დიდი ამალა — 1200-ზე მეტი ადამიანი ახლდა, რომელთა უმეტესობა შემდეგ რუსეთში დარჩა. მათ შორის იყო ვახტანგის უფროსი ვაჟიც, ტახტის მემკვიდრე ბაქარი.
დღევანდელი ამბის მთავარი გმირი სწორედ ამ უფლისწულის შვილიშვილი გიორგი ბაგრატიონი, ან, როგორც მას რუსეთში უწოდებდნენ, გიორგი გრუზინსკია.
გიორგი მოსკოვში დაიბადა 1762 წელს. იმ დროისათვის კარგი განათლება მიიღო, იცოდა რამდენიმე ენა – ფრანგული, იტალიური, გერმანული, დაინტერესებული იყო გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, ფიზიკით, ფორტიფიკაციებითა და არტილერიით. და სამხედრო კარიერაში წინსვლასაც მოახერხებდა, მაგრამ 1786 წელს მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს და მდინარე ვოლგის ნაპირზე, საგვარეულო მამულ ლისკოვოში დასახლდა.
ეს მხარე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში იყო ცნობილი დიდებული ტაძრებით. სწორედ იქ ინახებოდა 1749 წლიდან 1808 წლამდე უდიდესი ქართული სიწმინდე — წმინდა ნინოს ჯვარი.
გიორგი გრუზინსკის თანამედროვენი ხშირად „ვოლგელ მეფეს“ უწოდებდნენ მისი წარმომავლობისა და პიროვნული თვისებების გამო. გადმოცემით, ის საოცრად წინააღმდეგობრივი ადამიანი ყოფილა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ერთ ადამიანში ერთდროულად „ცხოვრობდა“ ზღვარგადასულად თავაშვებული პიროვნება და ენით აუწერელი ქველმოქმედი. შეეძლო წვრილმანის გამო აურზაური აეტეხა, მაგრამ საოცრად გულითადი და დამნდობიც ყოფილიყო.
გიორგი გრუზინსკი ეკლესია-მონასტრებს უხვად სწირავდა ფულს და გუბერნიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. შვიდჯერ იყო არჩეული ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლად.
1812 წელს, ნაპოლეონთან ომის დროს ნიჟეგოროდელთაგან სახალხო ლაშქარი შექმნა, თვითონვე ჩაუდგა სათავეში და მთელ ბატალიონს საკუთარი ხარჯით ინახავდა. ამავე დროს ათასგვარ მაქინაციებსაც მიმართავდა და დევნილ ყმა-გლეხებსაც იფარებდა. თუმცა ტირანი მმართველი კი იყო.
ერთხელ, გლეხებისადმი უმკაცრესი და უკანონო მოპყრობის გამო გრუზინსკი სასამართლოს გადასცეს. საქმე გახმაურდა და იმპერატორ პავლე პირველის ყურამდე მივიდა, რომელმაც მისი დასჯა ბრძანა.
გრუზინსკიმ ამ საქმიდან ძალიან მოხერხებულად დაიძვრინა თავი — საჭირო ხალხი მოისყიდა, თავი მოიმკვდარუნა და ძალიან მდიდრული დაკრძალვა მოიწყო. სამი წლის განმავლობაში — 1798-დან 1801 წლამდე, გარდაცვლილად ირიცხებოდა, ანუ სანამ იმპერატორი პავლე პირველი სიცოცხლეს არ გამოასალმეს.
მკვდრეთით მხოლოდ მას შემდეგ „აღდგა“, რაც ტახტზე ალექსანდრე პირველი ავიდა, რომლისგანაც შეწყალება მიიღო — რაღაც მანქანებით პირადად შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე I-ს და ქართული ეკლესიის რელიკვია, წმინდა ნინოს ჯვარი გადასცა საჩუქრად.
მწერალი ნიკოლაი გოგოლი გიორგი გრუზინსკის ასულის, ანას ახლო მეგობარი იყო. ეს ანა გათხოვილი იყო სინოდის ობერ-პროკურორ გრაფ ტოლსტოიზე, რომლის ოჯახსაც გოგოლი ხშირად სტუმრობდა. არსებობს ვერსია, რომ გოგოლს სწორედ ქართველი უფლისწულის საქციელებმა (თუ უსაქციელობამ) უკარნახა „მკვდარი სულების“ შექმნის იდეა.
გიორგი გრუზინსკის ერთი უცნაურობაც ახასიათებდა: მისი სახლის წინ ყოველდღე იდგმებოდა სპეციალური კალათა, სადაც ყველა ქალს შეეძლო ჩაეწვინა მისგან შობილი ჩვილი. ის არად დაგიდევდათ, რომ კალათში შეიძლებოდა სხვისი შვილიც ჩაეწვინათ. არც კი არკვევდა ბავშვის წარმომავლობას — კალათში აღმოჩენილ ყველა ბავშვს, რომელთა რიცხვიც 100-ს აღემატებოდა, სათანადო მოვლა-პატრონობას არ აკლებდა და განათლებასაც აძლევდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა მემამულემ გიორგი გრუზინსკიმ არაერთი ქველმოქმედება გასწია: დააფინანსა ნიჟნი-ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოების პროექტი, დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი, ლისკოვოში გახსნა აფთიაქი, 1848 წელს ქალაქის სასწავლებელს თავისი ერთი სახლი აჩუქა და სწავლის ხარჯებსაც თავად ფარავდა.
ცნობილია ისიც, რომ ქართველ მეფეთა ჩამომავალი დეკაბრისტებთანაც მეგობრობდა და აქტიურადაც ეხმარებოდა მათ.
დაბა ლისკოვოში გრუზინსკის ნებართვის გარეშე ცაში ფრინველიც არ დაფრინავდა. ბაზრობის სეზონიც კი არ იხსნებოდა მის გარეშე, რომელზეც გიორგი ბაგრატიონი 12 ცხენშებმული მოოქროვილი კარეტით მიბრძანდებოდა.
გარდა ამისა, მის მისვლამდე არავითარ შემთხვევაში არ იწყებოდა საეკლესიო მსახურება წმიდა მაკარის მონასტერში — არქიმანდრიტი და გუბერნატორი მოთმინებით ელოდნენ მარჩენალის მიბრძანებას.
„ვოლგელ მეფეს“ კარ-მიდამოც მეფურად ჰქონდა მოწყობილი. სახლს გარს ორანჟერეებითა და წყალსატევებით მოწყობილი მშვენიერი პარკი აკრავდა. იქვე, შორიახლოს მისივე აგებული ამაღლების ტაძარი იდგა, რომლის არქიტექტორიც თავად იყო.
უცნაურმა პიროვნებამ სიცოცხლეც უცნაურად დაასრულა: 90 წელს მიღწეული დიდი თავადი კარავში ისვენებდა. მოულოდნელად იქ ვიღაც „მუჟიკი“ შევიდა და ბატონის დანახვაზე ქუდი არ მოიხადა. და ლისკოვოელ დიდთავადში ქართველ ბაგრატიონთა სისხლმა გაიღვიძა, აღშფოთებისგან რისხვით აენთო, გულის შეტევა დაემართა და იქვე განუტევა სული.
გიორგი გრუზინსკი 1852 წლის 15 მაისს დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ლისკოვოს ამაღლების ტაძარში.