https://sputnik-georgia.com/20230203/mofarikave-iuri-osipovi-274535762.html
ამბავი ვერისუბნელი დ'არტანიანისა: როგორ დაუმალეს თბილისელ მოფარიკავეს ოქროს მედალი
ამბავი ვერისუბნელი დ'არტანიანისა: როგორ დაუმალეს თბილისელ მოფარიკავეს ოქროს მედალი
Sputnik საქართველო
ეს არის მბავი იმისა, თუ როგორ დასაჯეს თბილისელი მოფარიკავე იური ოსიპოვი საბჭოთა ჩინოვნიკებმა მოსკოვში გადასვლაზე უარის გამო, და როგორ მიიღო მან 50 წლის... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T17:02+0400
2023-02-03T17:02+0400
2023-11-10T15:02+0400
ნამდვილი ამბები
წასაკითხი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274535572_319:219:1920:1119_1920x0_80_0_0_a05bc4d21210bfef38dbe8456a6cb998.jpg
იური ოსიპოვი 1937 წელს დაიბადა ქალაქ სტალინგრადში (ახლა ვოლგოგრადი). საბჭოთა რეპრესიებს, სამწუხაროდ, ვერც მისი ოჯახი გადაურჩა. როცა იურის მამა ოსიპი დააპატიმრეს, დედამ სამ მცირეწლოვან შვილს ხელი მოჰკიდა და ბევრი წვალების შემდეგ თბილისში ჩამოაღწია.ოჯახი ვერაზე შეიფარეს კეთილმა ადამიანებმა. იური ოსიპოვი სწორედ აქ, თბილისის ამ კოლორიტულ უბანში გაიზარდა.ალექსანდრ დიუმას „სამ მუშკეტერზე“ შეყვარებული მისი თაობის ბიჭები ყველაფერში დ’არტანიანს ბაძავდნენ. ბედად, ვერის ბაღში საფარიკაო დარბაზიც იყო და ისე გამოვიდა, რომ იური ოსიპოვი მეგობრებთან ერთად ფარიკაობის წრეზე შევიდა.19 წლისა მელბურნის ოლიმპიადაზე წაიყვანეს, სადაც თავი არ შეურცხვენია – ამ ასაკში ნახევარფინალში გასვლა უდავოდ წარმატება იყო. ამას მოჰყვა გამარჯვებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე და ერთ მშვენიერ დღეს იური ოსიპოვი მოსკოვში, საკავშირო სპორტკომიტეტში დაიბარეს. შეახსენეს, რომ ეროვნებით რუსი იყო და თუ მოსკოვში გადასვლას დათანხმდებოდა, ბინას, მანქანასა და სხვა უამრავ პრივილეგიას მიიღებდა. მაგრამ იურის პასუხი მოკლე იყო: მე გავიზარდე საქართველოში და თუ რამეს მივაღწევ, მხოლოდ ამ ქვეყნის სახელითო.ამ სიტყვების მთქმელმა კარგად უწყოდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა, მაგრამ ქართველი მეგობრებისა და საქართველოს ღალატი თბილისში გაზრდილი ახალგაზრდისთვის მიუღებელი იყო. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია.1962 წლის ზაფხულში ბუენოს-აირესში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა. იური ოსიპოვი, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს გუნდიდან.და რადგან მუშკეტერთა სამყაროში მეგობრობა და თანადგომა, დ’არტანიანისა და ათოსის ეპოქიდან მოყოლებული, საოცრად მტკიცე ცნება იყო, მაშინვე ხმა ამოიღეს მსოფლიოსა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: გერმან სვეშნიკოვმა, ვიქტორ ჟდანოვიჩმა, იური სისიკინმა და სხვებმა. მათ კატეგორიულად მოითხოვეს მეგობრის დაბრუნება ნაკრებში.მოხდა საოცრება — მათი თხოვნა თუ მოთხოვნა გაითვალისწინეს და იური ოსიპოვი არგენტინაში გაემგზავრა. მაშინ საბჭოთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია საწყისი ეტაპები და ფინალშიც გავიდა.განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა იური ოსიპოვის გამოსვლა. მეოთხედფინალში ფრანგებთან დაპირისპირებაში ანგარიში საყაიმო იყო, როდესაც ბილიკზე ბოლო მონაწილეებს — იური ოსიპოვსა და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ლეგენდარულ კრისტიან დორიოლას უხმეს...თბილისელი სპორტსმენის გამარჯვება იმდენად შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო, რომ ის ადამიანებიც კი, ვისაც სპეციალური დავალება ჰქონდა მიღებული და მზაკვრული გეგმა უნდა განეხორციელებინა, ცრემლიანი თვალებით ულოცავდნენ მას.გეგმა კი ასეთი იყო: ძირითად გუნდში 5 რაპირისტი ირიცხებოდა, მეექვსე სათადარიგოს მხოლოდ რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში შეეძლო ასპარეზობა. 26 ივნისს ფინალის წინ ნაკრების მწვრთნელებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს ოსიპოვს მოსკოვში გადაბარგება, მაგრამ ისევ უარი მიიღეს.მეორე დილით კი, როდესაც საფინალო შემადგენლობა დაასახელეს, მასში იური ოსიპოვის ნაცვლად ევგენი რიუმინი აღმოჩნდა შეყვანილი. ბევრი იდავეს დანარჩენმა „მუშკეტერებმა“, მათ შორის თავად ევგენი რიუმინმაც, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. დავა ისევ ბატონმა იურიმ გადაწყვიტა – მეგობრებს სთხოვა, მის მაგივრადაც „ეომათ“ და გზა დაულოცა.ძაღლის თავი კი იმაში იყო დამარხული, რომ ჩემპიონის ოქროს მედალს მხოლოდ ძირითადი გუნდის წევრები მიიღებდნენ და არა სათადარიგო შემადგენლობისა. ასე და ამგვარად დასაჯეს ურჩი თბილისელი მოფარიკავე საბჭოთა ჩინოვნიკებმა.ამ ამბებიდან უკვე 50 წელი იყო გასული. 2012 წელს ქართველ მუშკეტერთა თემი ღირსშესანიშნავი თარიღისთვის ემზადებოდა – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ იური ოსიპოვს 75 წელი უსრულდებოდა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციიდან თბილისს სახელოვანი უნგრელი ეინო კამუტი ესტუმრა — იმ ზემოხსენებული ფინალური შეხვედრის მონაწილე.სპეციალურ მილოცვაში მუშკეტერთა დიდი ოჯახი იუბილეს მსოფლიო ჩემპიონ იური ოსიპოვს ულოცავდა, მაგრამ ბატონმა იურიმ განმარტა, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა. და, აი, სწორედ მაშინ გაირკვა, რა მომხდარა 50 წლის წინ ბუენოს-აირესში.რა მომხდარა და, საბჭოთა ნაკრებმა ფინალში უნგრელები კი დაამარცხა, მაგრამ ევგენი რიუმინს, რომლითაც ჩვენებური ოსიპოვი ჩაანაცვლეს, არ უასპარეზია. თურმე, როდესაც ნაკრების მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზატორებისთვის ცვლილების შესახებ ცნობა მიუტანიათ, დებულების თანახმად, უკვე დაგვიანებული ყოფილა. ამასთან ისიც გარკვეულა, რომ ოქროს მედლებს ის მოფარიკავეები მიიღებდნენ, ვინც ნაკრები ამ ეტაპამდე მიიყვანა.ანუ, ოქროს მედალი იური ოსიპოვის სახელზეც იყო „გამოწერილი“, მაგრამ მას ეს უბრალოდ დაუმალეს.თუმცა სამართალმა, მართალია, 50 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იზეიმა. ეინო კამუტიმ სწორედ 75 წლის იუბილეზე გადასცა თბილისელ მუშკეტერს კუთვნილი ოქროს მედალი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274535572_86:0:1906:1365_1920x0_80_0_0_d6272a37403c8cc30afc82e2380998b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თამაზ ჩიქვანაია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23914/22/239142282_222:0:768:546_100x100_80_0_0_b0adb799c79df3a610c0b4657072eda9.jpg
ნამდვილი ამბები, წასაკითხი ამბები, სპორტი
ნამდვილი ამბები, წასაკითხი ამბები, სპორტი
ამბავი ვერისუბნელი დ'არტანიანისა: როგორ დაუმალეს თბილისელ მოფარიკავეს ოქროს მედალი
17:02 03.02.2023 (განახლებულია: 15:02 10.11.2023) ეს არის მბავი იმისა, თუ როგორ დასაჯეს თბილისელი მოფარიკავე იური ოსიპოვი საბჭოთა ჩინოვნიკებმა მოსკოვში გადასვლაზე უარის გამო, და როგორ მიიღო მან 50 წლის დაგვიანებით მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.
იური ოსიპოვი 1937 წელს დაიბადა ქალაქ სტალინგრადში (ახლა ვოლგოგრადი). საბჭოთა რეპრესიებს, სამწუხაროდ, ვერც მისი ოჯახი გადაურჩა. როცა იურის მამა ოსიპი დააპატიმრეს, დედამ სამ მცირეწლოვან შვილს ხელი მოჰკიდა და ბევრი წვალების შემდეგ თბილისში ჩამოაღწია.
ოჯახი ვერაზე შეიფარეს კეთილმა ადამიანებმა. იური ოსიპოვი სწორედ აქ, თბილისის ამ კოლორიტულ უბანში გაიზარდა.
ალექსანდრ დიუმას „სამ მუშკეტერზე“ შეყვარებული მისი თაობის ბიჭები ყველაფერში დ’არტანიანს ბაძავდნენ. ბედად, ვერის ბაღში საფარიკაო დარბაზიც იყო და ისე გამოვიდა, რომ იური ოსიპოვი მეგობრებთან ერთად ფარიკაობის წრეზე შევიდა.
19 წლისა მელბურნის ოლიმპიადაზე წაიყვანეს, სადაც თავი არ შეურცხვენია – ამ ასაკში ნახევარფინალში გასვლა უდავოდ წარმატება იყო.
ამას მოჰყვა გამარჯვებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე და ერთ მშვენიერ დღეს იური ოსიპოვი მოსკოვში, საკავშირო სპორტკომიტეტში დაიბარეს. შეახსენეს, რომ ეროვნებით რუსი იყო და თუ მოსკოვში გადასვლას დათანხმდებოდა, ბინას, მანქანასა და სხვა უამრავ პრივილეგიას მიიღებდა. მაგრამ იურის პასუხი მოკლე იყო: მე გავიზარდე საქართველოში და თუ რამეს მივაღწევ, მხოლოდ ამ ქვეყნის სახელითო.
ამ სიტყვების მთქმელმა კარგად უწყოდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა, მაგრამ ქართველი მეგობრებისა და საქართველოს ღალატი თბილისში გაზრდილი ახალგაზრდისთვის მიუღებელი იყო. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია.
1962 წლის ზაფხულში ბუენოს-აირესში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა. იური ოსიპოვი, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს გუნდიდან.
და რადგან მუშკეტერთა სამყაროში მეგობრობა და თანადგომა, დ’არტანიანისა და ათოსის ეპოქიდან მოყოლებული, საოცრად მტკიცე ცნება იყო, მაშინვე ხმა ამოიღეს მსოფლიოსა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: გერმან სვეშნიკოვმა, ვიქტორ ჟდანოვიჩმა, იური სისიკინმა და სხვებმა. მათ კატეგორიულად მოითხოვეს მეგობრის დაბრუნება ნაკრებში.
მოხდა საოცრება — მათი თხოვნა თუ მოთხოვნა გაითვალისწინეს და იური ოსიპოვი არგენტინაში გაემგზავრა. მაშინ საბჭოთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია საწყისი ეტაპები და ფინალშიც გავიდა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა იური ოსიპოვის გამოსვლა. მეოთხედფინალში ფრანგებთან დაპირისპირებაში ანგარიში საყაიმო იყო, როდესაც ბილიკზე ბოლო მონაწილეებს — იური ოსიპოვსა და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ლეგენდარულ კრისტიან დორიოლას უხმეს...
თბილისელი სპორტსმენის გამარჯვება იმდენად შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო, რომ ის ადამიანებიც კი, ვისაც სპეციალური დავალება ჰქონდა მიღებული და მზაკვრული გეგმა უნდა განეხორციელებინა, ცრემლიანი თვალებით ულოცავდნენ მას.
გეგმა კი ასეთი იყო: ძირითად გუნდში 5 რაპირისტი ირიცხებოდა, მეექვსე სათადარიგოს მხოლოდ რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში შეეძლო ასპარეზობა. 26 ივნისს ფინალის წინ ნაკრების მწვრთნელებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს ოსიპოვს მოსკოვში გადაბარგება, მაგრამ ისევ უარი მიიღეს.
მეორე დილით კი, როდესაც საფინალო შემადგენლობა დაასახელეს, მასში იური ოსიპოვის ნაცვლად ევგენი რიუმინი აღმოჩნდა შეყვანილი. ბევრი იდავეს დანარჩენმა „მუშკეტერებმა“, მათ შორის თავად ევგენი რიუმინმაც, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. დავა ისევ ბატონმა იურიმ გადაწყვიტა – მეგობრებს სთხოვა, მის მაგივრადაც „ეომათ“ და გზა დაულოცა.
ძაღლის თავი კი იმაში იყო დამარხული, რომ ჩემპიონის ოქროს მედალს მხოლოდ ძირითადი გუნდის წევრები მიიღებდნენ და არა სათადარიგო შემადგენლობისა. ასე და ამგვარად დასაჯეს ურჩი თბილისელი მოფარიკავე საბჭოთა ჩინოვნიკებმა.
ამ ამბებიდან უკვე 50 წელი იყო გასული. 2012 წელს ქართველ მუშკეტერთა თემი ღირსშესანიშნავი თარიღისთვის ემზადებოდა – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ იური ოსიპოვს 75 წელი უსრულდებოდა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციიდან თბილისს სახელოვანი უნგრელი ეინო კამუტი ესტუმრა — იმ ზემოხსენებული ფინალური შეხვედრის მონაწილე.
სპეციალურ მილოცვაში მუშკეტერთა დიდი ოჯახი იუბილეს მსოფლიო ჩემპიონ იური ოსიპოვს ულოცავდა, მაგრამ ბატონმა იურიმ განმარტა, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა. და, აი, სწორედ მაშინ გაირკვა, რა მომხდარა 50 წლის წინ ბუენოს-აირესში.
რა მომხდარა და, საბჭოთა ნაკრებმა ფინალში უნგრელები კი დაამარცხა, მაგრამ ევგენი რიუმინს, რომლითაც ჩვენებური ოსიპოვი ჩაანაცვლეს, არ უასპარეზია. თურმე, როდესაც ნაკრების მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზატორებისთვის ცვლილების შესახებ ცნობა მიუტანიათ, დებულების თანახმად, უკვე დაგვიანებული ყოფილა. ამასთან ისიც გარკვეულა, რომ ოქროს მედლებს ის მოფარიკავეები მიიღებდნენ, ვინც ნაკრები ამ ეტაპამდე მიიყვანა.
ანუ, ოქროს მედალი იური ოსიპოვის სახელზეც იყო „გამოწერილი“, მაგრამ მას ეს უბრალოდ დაუმალეს.
თუმცა სამართალმა, მართალია, 50 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იზეიმა. ეინო კამუტიმ სწორედ 75 წლის იუბილეზე გადასცა თბილისელ მუშკეტერს კუთვნილი ოქროს მედალი.