იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვპირდება ახალი წლის პირველი თვე

საკმაოდ ხელსაყრელი თვე გველოდება – იანვარი, წლის პირველი თვე, მნიშვნელოვანია, როგორც ახალი იმედების, სასიკეთო ცვლილებების პერიოდი. გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები, რაც დაგეხმარებათ, რომ ახალი, 2024 წელი პირველი წარმატებული ნაბიჯებით დაიწყოთ.
Sputnik
წლის დასაწყისში კარგი სიახლეები გველოდება: 2 იანვარს მერკური რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს, ამიტომ სამუშაო პროცესი ბევრი ჩვენგანისთვის უფრო სასიამოვნო და ეფექტური იქნება. 4 იანვარს მარსი თხის რქის ნიშანში გადავა, რაც ჩვენში სიცოცხლისა და წინსვლის სურვილს აღძრავს. თხის რქის ნიშანში გადავა ასევე მერკური 14 იანვარს, რაც მის ენერგეტიკას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ზოგადად, განწყობა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ამაღლებული იქნება რაღაც ახლისა და ჯადოსნურის მოლოდინში, რასაც, ტრადიციულად, თვითონ ახალი წლის დადგომა განაპირობებს.
ვერძი: წლის პირველი თვე თქვენთვის მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის, მაგრამ მაინც, სიფრთხილე არ დაივიწყოთ. ეცადეთ, დაიპყროთ ახალი მწვერვალები, მაგრამ არ აირჩიოთ ტაქტიკა „ერთი ყველას წინააღმდეგ“. ხანდახან, საქმიანი და ფინანსური ოლიმპის დაპყრობის გზაზე მოკავშირეები გჭირდებაღ. მარსი მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ამიტომ სულიერი სიმტკიცის გამოვლენა არ გაგიჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ კონფლიქტებს სასიყვარულო ასპარეზზე.
როგორ შევხვდეთ ახალ, 2024 წელს: რა უყვარს ხის მწვანე დრაკონს და როგორ მოვაწონოთ მას თავი
კურო: შესანიშნავი დრო დგება ნებისმიერ სფეროში აქტიურობისთვის – შეგიძლიათ, ორ კურდღელსაც გამოედევნოთ – წარმატებები გელოდებათ ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში. საუკეთესო მოტივაცია ნახტომისთვის – ეს ადრინდელი შეცდომების ანალიზი იქნება. თუ სამუშაოზე ახალი საქმეები გამოგიჩნდებათ, მაქსიმალურად იფრთხილეთ, ყურადღებით იყავით დეტალების მიმართ. არ დაივიწყოთ თქვენი ახლობელი ადამიანები – მეტი დრო გაატარეთ მათ გვერდით, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ტყუპი: მერკურის რეტროგრადული სვლის შეწყვეტა თქვენს შინაგან წინააღმდეგობებს მოხსნის. სწორედ ეს გიშლიდათ ხელს ბოლო ხანებში. პლანეტების დადებითი გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში თავის გამოვლენის შესაძლებლობებს მოგცემთ. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ პატიოსანი ირგვლივ მყოფებთან მიმართებით, მაგრამ არც ზედმეტი პირდაპირობა ივარგებს. შეძლებთ ახალი მეგობრების შეძენას, სიყვარულის პოვნას, ან შერიგებას ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობები გაგიფუჭდათ.
ხის მწვანე დრაკონი: 2024 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
კირჩხიბი: დგება განწყობის ძლიერი და სპონტანური ცვლილებების, დეპრესიული ფიქრების მოძალების პერიოდის დასასრული. მოგეცემათ ძალა საქმეების მოსაგვარებლად და ახალი მწვერვალების დასაპყრობად, ასევე შეძლებთ აჩვენოთ თავი ლიდერის პოზიციაზე. იდეალური დროა საქმიანი შეხვედრების, გასაუბრების, სამუშაოს შეცვლის, ბიზნესის დაწყებისთვის, საყიდლებისთვის. შეგიძლიათ ასევე იანვარი მშვიდ გარემოში გაატაროთ, ან დიდი ნახტომი სცადოთ წინ, საოცნებო მომავლისკენ. ასევე კარგი თვეა მოგზაურობისთვის.
ლომი: მარსის სახით დიდი მოკავშირე გეყოლებათ. მისი დადებითი ენერგეტიკა უამრავ საქმესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. იდეალური თვეა სასიყვარულო თავგადასვლებისა და ბიზნესის წარმოებისთვის. ერთადერთი, რაზეც ასტროლოგები გაფრთხილებენ, ეს 1–ლი იანვარია, როდესაც შესაძლებელია ჩხუბი და სკანდალი. განწყობა და ენერგეტიკა მერკურის გაძლიერებასთან ერთად აღდგება, რომელიც თქვენს ემოციურ ფონზე იზრუნებს. იღბალი თქვენ გვერდით იქნება. გადაწყვეტილებების მიღებაში გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ.
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
ქალწული: როგორც იქნა, გათავისუფლდებით სიზარმაცისა და აპათიის შემოტევისგან. ამაში მერკურის პირდაპირი სვლა დაგეხმარებათ. ის მოგცემთ საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას. შეძლებთ ემოციების გაკონტროლებას და თქვენი სული ჰარმონიით აივსება. მნიშვნელოვანი პერიოდია მუშაობისთვის, მაგრამ ფანატიზმის გარეშე – არ დაივიწყოთ სიყვარულის სფერო, ასევე დასვენება. ასტროლოგები გირჩევენ, ადამიანებთან ურთიერთობებში ქედმაღლობა დაივიწყოთ. ზედმეტად ნუ ჩაუღრმავდებით წარსულს.
სასწორი: ნამდვილად ღირს, რომ ყველაფერს მარტივად და ცოტა იუმორით შეხედოთ. ეს მოგცემთ საშუალებას, უფრო თავდაჯერებული გახდეთ. კარგი პერიოდია ახალი კონცეფციების შემუშავების, იდეების წამოყენებისთვის. შესანიშნავი დროა სიყვარულის ძებნის, ფლირტის, ზოგადად, რომანტიკისთვის. თუ სურვილი გექნებათ, ადვილად დაივიწყებთ წარსულის აჩრდილებს – ნეგატიურ აზრებსა და მოგონებებს, რომლებიც გაღიზიანებთ. არაა აუცილებელი, სენტიმენტური ფიქრები ირგვლივ მყოფებს გარს მოახვიოთ. ადამიანებს პოზიტივითა და სიმსუბუქით უფრო მოხიბლავთ.
ხის მწვანე დრაკონი და ფინანსები: ზოდიაქოს ნიშნები და ფული 2024 წელს
მორიელი: იანვრის ბოლოს არაა გამორიცხული კრიზისული სიტუაციები, მაგრამ ძლიერი მარსის წყალობით ყველაფერს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. მარსი გიკარნახებთ, როგორ დაამსხვრიოთ სტერეოტიპული აზროვნება, რომლის გამოც ზოგს თქვენთან ურთიერთობები უჭირს. უფრო საინტერესო თანამოსაუბრე გახდებით. დახმარებაზე უარი არ უთხრათ ადამიანებს. სიკეთე იანვარშივე ათმაგად დაგიბრუნდებათ. იდეალური თვეა ახალი პროექტების დასაწყებად, ახალი სამუშაოს მოძებნის, მოგზაურობის, დასვენებისთვის – მოკლედ, ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავსა და გარეგნობას, ჯანმრთელობას. ამას რამდენიმე სასარგებლო ეფექტი ექნება: პირველ რიგში, იგრძნობთ ძალებისა და ენერგიის საოცარ მოზღვავებას და მეორეც, სიყვარულის სფეროში გაგიმართლებთ – როდესაც ადამიანს თავისი თავი მოსწონს, ის სხვებსაც მოსწონთ. კარგი დროა მოგზაურობისტვის, რემონტისთვის, ძვირადღირებული ნივთების შესაძენად, ახალი ნაცნობობისა და სამსახურის გამოცვლისთვის. თვის დასაწყისში მოერიდეთ მარტოობას.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს
თხის რქა: იანვარში ფორტუნა გაგიღიმებთ და თან – ყველა სფეროში. საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის მიზანსწრაფულობა გამოგადგებათ. იოლი იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობა. იანვარი ესაა აალი ემოციების, სიხარულის პერიოდი. მოიშორებთ განცდებს, დაძლევთ შიშებს, გადაჭრით პრობლემებს, რაც ასე განერვიულებდათ. ესაა საუკეთესო დრო თვითრეალიზაციისა და შემოქმედებითი პროგრესისთვის.
მერწყული: საჭიროა წინსვლა. უკვე 2 იანვარს მერკური თქვენ წინაშე არაერთ ახალ კარს გახსნის საქმიან და ფინანსურ სფეროებში. ეს ასევე ურთიერთობების პლანეტაა, ასე რომ, სიყვარულშიც უნდა იაქტიუროთ. მთავარია, არ გარისკოთ და მოვლენებს წინ არ გაუსწროთ. ჯერ ნიადაგი მოსინჯეთ, ეცადეთ, წინასწარ დაგეგმოთ ყველაფერი. თქვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს დასაწყისია – დღის, კვირის, თვის. იანვრის დასაწყისში ვარსკვლავები მძლავრი ინტუიციით დაგაჯილდოებენ, რაც ნებისმიერი სიტუაციიდან „მშრალად გამოსვლაში“ დაგეხმარებათ.
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
თევზები: 2024 წლის პირველ თვეში არანაირად არ ივარგებს დაშორება საყვარელ ადამიანთან და ზოგადად, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება სასიყვარულო სფეროში. ჯობია, საყვარელ ადამიანს ვითარების გამოსწორების შანსი მისცეთ. ანალოგიური სიტუაცია გელოდებათ საქმიან სფეროშიც. აჩქარება გამდიდრებაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ, ხოლო კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები უფრო წარმატებულს, ეფექტურსა და ფინანსურად წელგამართულს ნამდვილად გაგხდით.მოერიდეთ ზედმეტობას ყველაფერში – ჭამაში, სიყვარულში, მუშაობაში.