დღეს 2022 წლის 15 დეკემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
საკმაოდ ხელსაყრელი დღეა განსაკუთრებით მიმდინარე საქმეების გასაკეთებლად. ფინანსებსაცა და სიყვარულშიც დღეს ამართლებს ფორმულა - მთავარია შეინარჩუნოთ და არა გაზარდოთ. ასტროლოგები მაქსიმალური კონსერვატიზმისკენ მოგიწოდებენ – ირგვლივ მყოფები ახალ პროექტებსა და ინიციატივებს, დიდი ალბათობით, ვერ შეაფასებენ. სჯობს, იმოქმედოთ აუჩქარებლად და ძველ საქმეებს მიხედოთ.
ვერძი: მიზანსწრაფულობა და კატეგორიულობა დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რაც სხვებს არ გამოსდით. კარგი დღეა თამამი გეგმების განხორციელებისთვის, დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. განზრახვაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. ბევრი თქვენგანი მიაღწევს სანუკვარ მიზანს. შესაძლებელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება დაიწყოს.
კურო: არ ღირს ათას საქმეზე ერთბაშად შეჭიდება. კარგი იქნება, თუ საქმეების სიას გაცხრილავთ და დროს საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს დაუთმობთ. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი დროა იმისთვის, რომ რამე თემა წამოწიოთ განსახილველად ან ძველი საქმეები გაიხსენოთ. ოღონდ წინასწარ დარწმუნდით, რომ ამისთვის ძალაც გაქვთ და შესაძლებლობებიც.
ტყუპი: პრობლემების გადასაჭრელად არცთუ სახარბიელო დღეა. სჯობს, ყველაფერი „დააპაუზოთ" და იფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ განაგრძოთ საქმიანობა. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, ან რამე ინფორმაციამ თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არავის მისცეთ რჩევა დაუკითხავად - ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ.
კირჩხიბი: თქვენი აზრი თქვენვე შეინახეთ - დღეს მისი გამოთქმა ზიანის მომტანია. კიდევ უფრო საზიანოა ვინმეს რამეში გადარწმუნება. დიდი ალბათობით სკანდალს ან უსიამოვნებას წააწყდებით. ასევე არასასურველია დღეს ბევრი ურთიერთობა. სჯობს, მეტი დრო გაატაროთ განმარტოებით, გადაჭრათ რთული საკითხები, იმუშაოთ და ეძებოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
ლომი: არ ღირს დღეს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება და სერიოზული გადაღლა-დაძაბვა. შეარჩიეთ მაქსიმალურად მარტივი და თქვენთვის გასაგები საქმეები, ამოცანები. კარგ არაფერს მოგიტანთ ურთიერთობები - დღეს ყველა თავის მოსაზრებაზე იდგება ჯიუტად, გააკრიტიკებს თქვენს არჩევანს და განწყობას ყველანაირად გაგიფუჭებთ. ამიტომ აჯობებს, თუ დროს განმარტოებით გაატარებთ, ასე თავს აარიდებთ ჩხუბსა და ნერვიულობას.
ქალწული: დღეს სურვილი გაქვთ, რომ საკუთარ თავს „გადაახტეთ", მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - ზედმეტი დაძაბულობა მაშინვე აისახება თქვენს საერთო მდგომარეობაზე, ჯანმრთელობას ნუ ეხუმრებით. აქედან გამომდინარე, მოთოკეთ მგზნებარება, თუ არ გინდათ, რომ გარკვეული პერიოდი ავად იყოთ. აჰყევით შთაგონებას, რომელმაც შესაძლოა რაღაც არარეალურად კარგი რამის შექმნისკენ გიბიძგოთ.
სასწორი: დღეს ექსპერიმენტების ჩატარება და თქვენი თავბრუდამხვევი იდეების ცხოვრებაში რეალიზება მოგინდებათ. ვარსკვლავები ამას ემხრობიან, მაგრამ გახსენებენ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - ხანდახან რისკი გაუმართლებელია და შეიძლება უფრო მეტი დაკარგოთ, ვიდრე მიიღოთ. ცხოვრებაში ცვლილებების მოზიდვა კი კარგია. თამამად გადაყარეთ ძველი და ყავლგასული, რათა ახლისთვის გაათავისუფლოთ ადგილი.
მორიელი: დღეს მიხვდებით, როგორ უნდა გამოხვიდეთ იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებით. მთავარია, ენდოთ თქვენს ინტუიციასა და სიზმრებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არსად იჩქაროთ, არ ჩაებათ კამათში, რადგან ეს კარგად არ დამთავრდება. სჯობს, ზომიერი ტემპით იმოძრაოთ და ჯანმრთელობას მიხედოთ, რომელმაც შეიძლება დაგაღალატოთ.
მშვილდოსანი: დღეს შეიძლება გაიმარჯვოს იმ საქმეებმა, რომელშიც მაქსიმალური ძალა, დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული. ასევე დროა, გადაჭრათ ფინანსური საკითხები, იფიქროთ, როგორ გამოიმუშაოთ დიდი თანხა. გარდა ამისა, დღეს შეიძლება რაღაც დიდი საიდუმლო გაიგოთ, რომელიც ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ამიტომ უსმინეთ ახალ ამბებს და დასვით კითხვები. შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.
თხის რქა: შეეჭიდეთ იმ საქმეებს, რომლებიც შინაგანად გავსებთ. არ ღირს სერიოზული დაძაბვა, აჯობებს, თუ დაისვენებთ და მოდუნდებით. წაგადგებათ, თუ საფუძვლიანად დაალაგებთ სახლს და სამსახურში კი საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით მოაწესრიგებთ. სიტყვებთან დაკავშირებით იფრთხილეთ - არის დიდი რისკი, რომ გაანაწყენოთ ახლობელი ადამიანი და უცნობიც კი.
მერწყული: მოსაწყენი დილა სასიამოვნო წვრილმანით გაილამაზეთ - იყიდეთ რამე ტკბილეული ან მიირთვით მაგარი არომატული ყავა. ეს პოზიტივით დაგმუხტავთ და დაგეხმარებათ, რომ დღე ნაყოფიერად გაატაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გათავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან და ამით გზა გაუხსნათ თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს, მომგებიან კავშირებსა და საინტერესო ნაცნობობას.
თევზები: დილით სიზარმაცის შემოტევა გექნებათ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სხვას გადააბაროთ. ებრძოლეთ ამ ცდუნებას, თუ წარმატების მიღწევა გინდათ, თავად გააკეთეთ საქმეები. დიდი ალბათობით, დღეს საკუთარი საზღვრებისა და მოსაზრებების დაცვა მოგიწევთ, მაგრამ ეცადეთ ეს უხეშად არ გააკეთოთ, რომ არავის აწყენინოთ. ასევე არასასურველია სხვების რჩევების გათვალისწინება - ამის გამო, შესაძლოა, სწორი გზიდან გადაუხვიოთ.