პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ

როდესაც ფიგურას უფრთხილდებით, ფრთხილობთ, რომ წონაში არ მოიმატოთ, იცავთ დიეტებს, არის პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით და თან - დაბალკალორიულია.
Sputnik
პოპკორნი
თუ პოპკორნს უზეთოდ და შაქრის გარეშე მოამზადებთ (მაგალითად, შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი დაამატოთ), მისი მიღება თავისუფლად შეიძლება. პოპკორნის კალორიულობა ამ შემთხვევაში სულ 31 კილოკალორიას შეადგენს (პორცია — დაახლოებით 200 გრამი).
პოპკორნი
ნიახური
ნიახური 95%-ით წყლისგან შედგება. ის ზედმეტი წონის დაკლებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.
ბადრიჯანი
შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი, თან შეუზღუდავად, ოღონდ მოამზადეთ ის გრილზე ცხიმის გარეშე. მისი კილოკალორიაა 24.
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად>>
ფორთოხალი, გრეიპფრუტი და მანდარინი
ზედმეტი წონის თავიდან ასარიდებლად ხშირად ბევრი ხილის მიღებას არ ურჩევენ, მაგრამ ეს ციტრუსებს არ ეხება. ისინი უჯრედისით არის მდიდარი, რომელიც საჭმლის მონელებას არეგულირებს და წონის ბუნებრივად კლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, უჯრედისი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და შიმშილის გრძნობას ახშობს.
გრეიპფრუტი და მისი სასარგებლო თვისებები>>
ყველასთვის საყვარელი ციტრუსი – ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები
საზამთრო და ნესვი
ერთი ნაჭერი საზამთრო შეიცავს 60-70 კკალორიას (ნესვი ოდნავ მეტს), ამიტომ მათი ჭამა მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. საზამთროსა და ნესვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და კარგადაც ანაყრებს.
საზამთრო და საზამთროს კურკა – რა სარგებლობა მოაქვს და როდის შეიძლება გვავნოს>>
ზღვის წყალმცენარეები
ზღვის წყალმცენარეები (ლამინარია და სხვ.) იოდის უმდიდრესი წყაროა, ის ფარისებრი ჯირკვლის სწორ მუშაობას უწყობს ხელს, ეს კი ნიშნავს, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში იქნება და წონაც ნორმაში დარჩება.
ყაბაყი
ყაბაყის ერთი პორცია მხოლოდ 42 კილოკალორიას შეიცავს. ის არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც გახდომის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ყაბაყის მეშვეობით მეორე კერძების კალორიულობის შემცირება შეიძლება.
ყაბაყი – ვიტამინებითა და სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი შეუცვლელი პროდუქტი
კიტრი
შეუცვლელი ბოსტნეულია გახდომის მსურველებისთვის — ის ებრძვის შეშუპებას და წონაში დაკლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღების ფონზე ხდება.
კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ>>
ჭარხალი
ჭარხალი მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა, კერძოდ — მანგანუმის, რაც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაწვაში, კუნთების მუშაობაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჭარხლის ერთი პორცია 40 კილოკალორიას შეიცავს.
ჭარხალი და მისი სასარგებლო თვისებები>>
კვერცხი
მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით, თუ შიმშილმა შეგაწუხათ — ერთ გრამსაც არ მოიმატებთ. რა თქმა უნდა, ჯობს მოხარშული კვერცხი მიიღოთ.
ანანასი
უგემრიელესი ხილია და ნამდვილი მეგობარი გახდომის მსურველებისთვის. მასში შემავალი ბრომელაინი აქტიურად შლის ცხიმებს და ხელს უწყობს ცილების გადამუშავებას.
ანანასი - სასარგებლო თვისებები>>
ვაშლი და ქლიავი
ერთ ვაშლში სულ 50 კილოკალორიაა. ის ანაყრებს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ქლიავი კი С ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას ეხმარება.
ვაშლი და მისი სასარგებლო თვისებები
რუკოლა და სალათის ფოთოლი
რუკოლა და სალათის ფოთოლი ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. მისი ჭამა კილოგრამობით შეიძლება. ერთ ფურცელში მხოლოდ 3 კილოკალორიაა.
კენკროვანი ხილი: მოცხარი, შტოში, მარწყვი
დიდი რაოდენობით С ვიტამინი მოცხარსა და შტოშში ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება. მოცხარს ასევე შარდმდენი ეფექტი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს, ეს კი წელის არეში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ებრძვის. მარწყვს შესანიშნავი საკვები თვისებები აქვს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გულსა და სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
მარწყვი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა>>
შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები
კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო
ყველა სახის კომბოსტო „დიეტომანების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. დაჭრილ პორცია კომბოსტოში სულ 7 კალორიაა. მისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველდღე და დღეში სამჯერ კომბოსტოს მიღება არ ღირს, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იოდის ათვისებას ეღობება წინ. მაგრამ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. მისი ჩართვა კვების რაციონში კვირაში რამდენჯერმე შეიძლება.
ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები>>