ნატო „რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის“ წინააღმდეგ ერთიანდება

Sputnik
ელენა კარაევა
ჟენევაში დღეს დაწყებულ რუსულ–ამერიკულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა „კონსულტაციები ნატოს მოკავშირეებთან“. ვაშინგტონი ამ გზით − „ჩვენ ბევრნი ვართ, თქვენ კი − მარტო“ − აშკარად დისკუსიისთვის ტონის მიცემას აპირებს.
კარგად დავიწყებული ძველის ახლად გასაღების მცდელობა მხოლოდ ღიმილს ჰგვრის რუსეთს, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა დებატების დონე, რაც ასევე არ ყოფილა სიურპრიზი მოსკოვისთვის.
ნატოელებმა მოასწრეს და უძველესი მანტრები გაიმეორეს „რუსეთის აგრესიული ქცევის“, „იმპერიული გამოხდომებისა“ და „იალტის შეთანხმებების მონახაზებით ცხოვრების ინტენციის“ შესახებ.
განსაკუთრებით მომაბეზრებელია იალტის კონფერენციისა და მისი შედეგების მისამართით ინვექტივა. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „იალტის სქემის“ მიუღებლობის შესახებ განცხადებების გვერდით უკრაინას აყენებენ.
მოსაზრება: როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთის დაშლას
გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იალტის კონფერენციაზე გადაწყდა და შეთანხმდა, რომ უკრაინა, როგორც სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკა, ადგილს მიიღებდა გაეროში (ამას სტალინი მოითხოვდა, განუმარტა რა ჩერჩილსა და რუზველტს, რომ უკრაინამ გადაუჭარბებელი წვლილი შეიტანა ჰიტლერიზმისგან გათავისუფლებაში).
იალტის კონფერენციის დღეს უარყოფილი შედეგები გავრცელდა არა მარტო დიპლომატიაზე, არამედ ეკონომიკასა და პოლიტიკაზეც. მშვიდობა, მოსწონთ თუ არა ეს დღეს ნატოელ ჩინოვნიკებს, შედარებით უზრუნველყოფილია და მსოფლიომ უსაფრთხოდ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იცხოვრა. წარმოქმნილი კრიზისები გვარდებოდა. ხოლო როცა ორი სისტემისა და ორი მსოფლმხედველობის იდეოლოგიური დაპირისპირება სრული სვლით მიდიოდა, ღია სამხედრო კონფლიქტში, მით უმეტეს ევროპაში, არ გადადიოდა.
ყველაფერი იმ მომენტში შეიცვალა, როდესაც მაღალი ტრიბუნებიდან გამოაცხადეს, რომ „იალტა“ მკვდარია“ და რომ ამიერიდან ყირიმში დაფიქსირებული და ხელმოწერილი დოკუმენტების ნაცვლად „ახალი აზროვნება“ იქნებოდა გამოყენებული. ამ გეოპოლიტიკური პარადიგმის თანახმად, მოწინააღმდეგეები აღარ არსებობენ, რუსეთი მზადაა ძმურად ჩაიხუტოს გულში ყველა ის, ვისაც მტრად მიიჩნევდა.
ევროპაში ქორეის ეპიდემიაა: დამნაშავეა რუსეთი
ისევე, როგორც რუსეთის მისაღებად იყვნენ მზად ყოფილი მტრები. ერთი პირობით: რუსეთს უარი უნდა ეთქვა საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე და საკუთარი ინტერესების დაცვაზე საერთაშორისო არენაზე − როგორც მაშინ იყო მიღებული ამის თქმა.
და სანამ (მიზეზთა გამო) ასეთი სტატუს-კვო შენარჩუნებული იყო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არაფერ მსგავსზე არ წუხდნენ, მაგრამ როგორც კი მოსკოვმა ხისტად სცადა სიტყვის შებრუნება, მყის მისი დაშოშმინება გადაწყვიტეს.
პრიშტინის აეროპორტში რუსი მედესანტეების მარშიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის შეკავების შესახებ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ იურიდიული ფორმა შეიძინა − ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეთანხმებულად შემოიღო ნატოს კანდიდატობის ეტაპი.
კანდიდატობა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის უფლებას იძლევა მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა მისი ფორმალური წევრი არ არის.
როგორ შეიძლება ეს? როგორ და, აი, ასე.
ნატო ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის შექმნას და აფინანსებს პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება არმიის პერსონალის წვრთნაცა და სამხედრო ტექნიკით მომარაგებაც. ეს პროგრამები ასევე იძლევა უფლებას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ინსტრუქტორები და დამკვირვებლები იმყოფებოდნენ.
მოსაზრება: ევროპა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
გარდა ამისა, მსგავსი პროგრამებით ალიანსის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემების ნაწილიც ხელმისაწვდომი ხდება და ამ ინფორმაციის გამოყენებაც დაიშვება. ანუ ნებისმიერი წევრი ქვეყნის პრაქტიკულად ნებისმიერი სამხედრო კაპრიზის დაკმაყოფილების უფლებას იძლევა ნატოს ბიუჯეტის ხარჯზე.
რუსეთისთვის ტრადიციულად ახლობელ ბალკანებზე გაფართოებისთვის ნატოს იუგოსლავიის დაშლა მოუხდა, რათა შემდეგ ეტაპობრივად მიეღო თავის რიგებში მასში შემავალი თითქმის ყველა რესპუბლიკა.
ის კი არა, ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებასთან დაკავშირებით საბერძნეთის პროტესტის დეზავუირებაც კი მოხერხდა − ოდესღაც ყოფილი იუგოსლავიის ეს ნაწილი ისტორიული სახელწოდების შეცვლას დათანხმდა, დაამატა რა მას ზედსართავი „ჩრდილოეთი“.
გადაწყდა რა იალტის შეთანხმებების დარღვევა, დასავლელი პარტნიორები და კოლეგები, როგორც ახლაა გასაგები, არ ელოდნენ, რომ ეს პირველი სვლა მცდარი გადაწყვეტილებების ზვავს გამოიწვევდა. მათ ვერ შეაფასეს, რამდენად მყარად ახსოვთ რუსეთში, ვინ ესხმოდა მას თავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედარებით დიდი ხნის წინ მოხდა; მეორეც, ნატომ ვერც ის გათვალა, რამდენად „დამყოლი“ შეიძლება იყოს რუსეთი პირდაპირი საფრთხეების პირისპირ.
მოსაზრება: ვაქცინების ომი – როგორ ებრძვის ევროპა „სპუტნიკ V“-ს
რუსეთი არც იმაზეა თანახმა, რომ მოსკოვამდე მიფრენის დრო რამდენჯერმე შემცირდეს. ის ასევე არ არის მზად და არც არასდროს იქნება იმისთვის, რომ მას ულტიმატუმის ტონით ელაპარაკებოდნენ, თანაც საფეთქელზე მიბჯენილი პისტოლეტით.
მუქარის ყველა ამ მცდელობას სრულიად ამომწურავი და გამჭვირვალე პასუხები გაეცა. მშვიდი ტონით.
რაც შეეხება ევროპულ და ამერიკულ მასმედიაში ისტერიკას „უკრაინასთან საზღვარზე ჯარების თავმოყრის შესახებ“, ამ მონაცემების ანგაჟირებული შემოწმებაც კი ადასტურებს, რომ სახეზეა დეზინფორმაცია. ეს იგივეა, რაც ამერიკისთვის მექსიკაზე თავდასხმის დაბრალება მაშინ, თუ ამერიკის საზღვრებიდან ათასი კილომეტრის დაშორებით არმიის ყაზარმებს აღმოაჩენთ.
ალიანსის ქვეყნების დაახლოებით ოცდაათამდე მინისტრი რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდა ამერიკული დიპლომატიის შეფ ბლინკენს, რომელიც მათ „რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის“ შესახებ ესაუბრებოდა. როდესაც სიტყვით გამოსვლები დაიწყეს, მინისტრებმა განმარტეს, როგორ ხედავენ პარიზიდან და ბერლინიდან „რუსულ საფრთხეს“.
ევროპელებმა, რომლებსაც, რუსეთისგან განსხვავებით, მოკლე მეხსიერება აქვთ, პროპაგანდისტული კლიშეების ძველი კრებული გაიმეორეს, ჩართეს რა მასში „არჩევნებში რუსული კვალი“.
ასეთი რიტორიკა რეალურად უფრო მეტს თავად ორატორებზე მეტყველებს, ვინაიდან საღად მოაზროვნე ევროპელები ისევე თბილად და სიმპათიით იხსენიებენ რუსეთს, როგორც მანამდე.
ვაშინგტონის პირობები მოსკოვისთვის მიუღებელია: საგარეო უწყების კომენტარი
ეს ჩვენ კი არა, ისინი არწმუნებდნენ საბჭოთა ბლოკის ყოფილ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანებაზე ტრიბუნებთან გასვლის პარალელურად უკანა ოთახებში, ვინც გამუდმებით ახსენებდნენ „ახალ აზროვნებას“; ეს ისინი ადევნებდნენ გულგრილად თვალს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯასა და დახოცვას, ვინც „ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს“ დეკლარირებდნენ; ეს ისინი იზიდავდნენ საკუთარი ინტერესების ორბიტაზე აგრესიულ ავანტიურისტებს, ვინც „თანასწორულ პარტნიორობაზე“ ჭიკჭიკებდნენ და თავდასხმასა მკვლელობას აძულებდნენ მათ.
ეს ისინი აწყობენ მოლაპარაკებების დაწყების წინ პროპაგანდისტულ კამპანიებს პრესაში, რათა რუსეთი კვლავ დაამცირონ და შეურაცხყონ.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემავალმა ქვეყნებმა საკუთარი ისტორიაც დაივიწყეს და ისიც, რომ ეს სწორედ რუსეთმა და არა ამერიკელებმა და, მით უმეტეს, არა ევროპელებმა გადაარჩინეს ისინი XXI საუკუნეშიც კი.
სოლიდარულად ვუდგებით მხარში და დახმარების ხელს ვუწვდით იქ, სადაც ევროპა ეფლობა − ვქაჩავთ რა ქვეყნებსა და ზოგჯერ კონტინენტსაც კი სისხლის, ტკივილის, ძალადობისა და საშინელების მორევიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს