მოსაზრება: საბჭოეთის დაშლის შვილობილები

Sputnik
სერგეი მარკედონოვი, ჟურნალ „საერთაშორისო ანალიტიკის“ მთავარი რედაქტორი
საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი 30 წლის წინ დასრულდა. ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ნანგრევებზე 15 ახალი სახელმწიფო წარმოიშვა, რომელთაგან თითოეულმა ამ ხნის განმავლობაში ეროვნული აღმშენებლობისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის რთული გზა გაიარა. ზოგმა მათგანმა ამ გზაზე ნატოსა და ევროკავშირის წევრის სტატუსი მოიპოვა, ზოგმა კი თავისი მომავალი ევრაზიულ ინტეგრაციას დაუკავშირა. რიგ ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში სამოქალაქო ომები და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები მოხდა.
მაგრამ ეროვნული დამოუკიდებლობის წლისთავს მარტო ის სახელმწიფოები არ აღნიშნავენ, რომლებიც გაეროს წევრები გახდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო სუბიექტების გაჩენა, რომლებმაც ასევე გამოაცხადეს თავიანთი სუვერენიტეტი და მისი დაცვაც შეძლეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში, თუმცა საერთაშორისო აღიარება ან არ მიუღიათ, ან შეზღუდული რაოდენობის სახელმწიფოებმა აღიარეს.
დასავლეთს ეშინია, რომ პუტინი სსრკ-ს აღადგენს. ეს ის არ არის, რისიც უნდა ეშინოდეს
ასეთებია: აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. 1980-1990-იანებში ყოფილი სსრკ-ის სხვა ნაწილებშიც იყო თვითგამორკვევის მცდელობები, რაც რესპუბლიკათშორის საზღვრებს არ ემთხვეოდა. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც რუსეთი ყოფილა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში შეეჯახა ანალოგიურ გამოწვევებს.
სსრკ-ის დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული აღიარებული ან დე-ფაქტო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ეთნოპოლიტიკურ დაპირისპირებებთან აღმოჩნდა გარითმული. და ამ ფაქტმა მრავალი წლით ადრე განსაზღვრა მათდამი დამოკიდებულება. რუსი მკვლევარის ნიკოლაი დობრონრავინის სამართლიანი შეფასებით, მათ „ყველაზე ხშირად ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების კონტექსტში შეისწავლიდნენ. ამავდროულად არაღიარებული სახელმწიფოების შედარებითი მდგრადობა ბოლო წლებში, რომლებიც გამუდმებით ჩანან მსოფლიო არენაზე, ახალი შეფასებების აუცილებლობას აჩენს. სამხედრო კონფლიქტები მთავრდება ან იყინება, მაგრამ არაღიარებული სახელმწიფოები არ ქრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი შესწავლა მხოლოდ კონფლიქტებთან კავშირიში არ უნდა ხდებოდეს“.
ვაღიარებთ რა ამ მოსაზრების მართებულობას, ის უნდა განვითარდეს. პოსტსაბჭოთა ევრაზიაში დე-ფაქტო წარმონაქმნები მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში კი არ ჩნდებოდა, არამედ დაშლიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც. გვაქვს საფუძველი, რომ არაღიარებული რესპუბლიკების „ორ თაობაზე“ ვილაპარაკოთ.
მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური კატასტროფის საფუძვლები და მნიშვნელობა
„მეორე თაობა“ ახლად წარმოქმნილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შიგნით და ასევე მეზობლების სახელმწიფოთშორის ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების შედეგად წარმოიშვა.

ცოტა რამ ტერმინებისა და მიდგომების შესახებ

დასავლეთის აკადემიურ და საექსპერტო ლიტერატურაში დიდი ხნის განმავლობაში იყო და ახლაც არის მიღებული დნესტრისპირეთისა და მისი მსგავსების breakaway republics-ად (განდგომილი რესპუბლიკა) ან separatist states-ად (სეპარატისტული სახელმწიფო) მოხსენიება. იგულისხმება, რომ გასულებს დაბრუნება შეუძლიათ (და ვალდებულიც კი არიან). და სწორედ დაბრუნება განიხილება „ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის გადაჭრად“, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საბჭოთა პერიოდის საზღვრებში უმწვავესი ეთნიკური დაპირისპირებების აღკვეთასთან ასოცირდება.
საინტერესო პარადოქსია! სტალინიზმის სიტყვით გმობისა და სხვა ევროპულ ტოტალიტარულ პრაქტიკებთან გაიგივების ფონზე რეალურად ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და ექსპერტი არის მზად, უყოყმანოდ აღიაროს „ხალხთა ბელადის“ მიერ დაწესებული საზღვრები ყოველგვარი რეფერენდუმისა თუ გამოკითხვის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის გამო.
ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ
ამგვარი მიდგომის შედეგად იქცა დნესტრისპირეთსა და სხვა „განდგომილ რესპუბლიკებში“ ყველა შიდაპოლიტიკური პროცესებისადმი დამოკიდებულება − როგორც რაღაც დროებითის, „არანამდვილის“ მიმართ.
ბრიტანელი ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის ტომას დე ვაალის თქმით, არაღიარებული სახელმწიფოს ლიდერობა შესაშური სამუშაო არ არის... ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არავინ მიგიწვევს საერთაშორისო შეხვედრებზე, გაერო არ უპასუხებს შენს წერილებს, როცა უცხოეთის საელჩოს ეწვევი, ელჩი კი არ მიგიღებს, არამედ პირველი მდივანი“.
არაღიარებული რესპუბლიკების მიერ მიღებული კანონები, როგორცწესი, არ ითვლება ლეგიტიმურად მათი ტერიტორიის გარეთ და, შესაბამისად, მათში განხორციელებული ქონებრივი გარიგებები არ იცნობა. არ არის აღიარებული მათი სისხლისსამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობაც.
არაღიარებულ სახელმწიფოებს უჭირთ გაეროს წევრ ქვეყნებთან საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება. უცხოელი დიპლომატები არაღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე უმეტესად მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივებით ჩადიან. უცხოელ პოლიტიკოსსა თუ ჟურნალისტს, უფლებადამცველსა თუ მკვლევარს, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკას ეწვევა, აქვს ყველა შანსი, პერსონა ნონგრატად გამოცხადდეს იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც ეს ფორმალურად არარსებული რესპუბლიკები განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.
მსოფლიო დღეს
ვიქტორია ნულანდი: პუტინს ისტორიაში შესვლა საბჭოთა კავშირის აღდგენით სურს
და, მაინც, არაღიარებული სახელმწიფოები, მიუხედავად ყველა ამ სირთულისა და პრობლემისა, არსებობენ და ზოგ მათგანს რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს.

ეთნოპოლიტიკიდან გეოპოლიტიკამდე

რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში დე ფაქტო სახელმწიფოები ხშირად აღიქმება როგორც ერთგვარი პოსტსაბჭოთა ნოუ-ჰაუ. იმავდროულად, თანამედროვე ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც მოსახლეობისა და ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებიც კი არაღიარებულის ან ნახევრად აღიარებულის სტატუსში ყოფილან.
1920-იანი წლების დასაწყისში საერთაშორისო აღიარების დეფიციტს გადააწყდნენ საბჭოთა რუსეთი (შემდეგ კი მისი მემკვიდრე სსრკ) და ასევე ქემალისტური თურქეთი.
1949 წლის ოქტომბრიდან 1971 წლის ოქტომბრამდე გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოდგენილი არ ყოფილა. ჩინეთის სახელით იქ ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) საუბრობდა. და მხოლოდ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია №2758-მა („ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უფლებების აღდგენის შესახებ გაეროში“) შეცვალა წესი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა.
1973 წლის სექტემბრამდე არც გაეროსა და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები არ ყოფილან გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგა ხნით ადრე აღიარეს − 1949 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში.
მოსაზრება: როგორ იმყარებს პოზიციებს თურქეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში
მაგრამ სად უნდა ვეძებოთ პოსტსაბჭოთა დე ფაქტო სახელმწიფოებრიობის სათავე? ისინი მრავალმხრივია. აქ ღირს სსრკ-ის ეროვნული სახელმწიფო სტრუქტურის თავისებურებებზე საუბარი, რომელთანაც უთანხმოება „პერესტროიკამდე“ დიდი ხნით ადრე წარმოიშვა.

ცენტრიდანული განწყობა სსრკ-ის დაშლამდე

„პერესტროიკის“ პერიოდში საბჭოთა სისტემამ რამდენიმე კრიზისი განიცადა ერთდროულად. მომავალი დე ფაქტო სახელმწიფოების გაჩენის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1977-1978 წლებში რთული შეთანხმებებითა და პოლიტიკური ზეწოლით შექმნილი ქვეყნის საკონსტიტუციო ბაზის გადახედვისა და შემდგომი დაშლის პროცესი. 1980-იანი წლების დემოკრატიზაციამ ავტონომიების უფრო მაღალი სტატუსის მოთხოვნის შესაძლებლობა გააჩინა, ხოლო საკავშირო რესპუბლიკები სსრკ-დან გამოყოფაზე დაფიქრდნენ.
მაგრამ გვიანდელმა საბჭოთა სისტემამ მრავალგანზომილებიანი კრიზისის პირობებში ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა ყველა ეს მოთხოვნა ეროვნული ურთიერთობების არსებული სტაბილურობისა და მთელი ეროვნული სახელმწიფო სტრუქტურის საფრთხის გარეშე.
მოსაზრება: ყარაბაღის კრიზისი საერთაშორისო ხასიათის პრობლემად იქცა
ამას დავუმატოთ არსებული სისტემური წინააღმდეგობებიც სწორედ 1977-1978 წლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში. სსრკ-დან გამოყოფის უფლება არსებობდა, მაგრამ მას კარგად განვითარებული განხორციელების პროცედურა არ გააჩნდა, ხოლო საკავშირო რესპუბლიკების პრივილეგირებული პოზიცია სსრკ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების იერარქიაში ავტონომიების უკმაყოფილებას იწვევდა. თუმცა, არასწორი იქნებოდა, თუ მომავალი დე ფაქტო წარმონაქმნების ჩამოყალიბებას საკავშირო რესპუბლიკების წინააღმდეგ „მეამბოხე ავტონომიების“ ბრძოლით შემოვფარგლავდით.
მრავალი თვალსაზრისით, თავად საკავშირო რესპუბლიკები, რომლებიც სუვერენიზაციისკენ ისწრაფოდნენ, თავად იწვევდნენ ნაციონალისტურ განწყობებს. თვალსაჩინო მაგალითია 1989 წლის 1 სექტემბერს მოლდოვის სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ „ენის კანონის“ მიღება. დნესტრისპირეთული მოძრაობისა და შემდეგ არაღიარებული რესპუბლიკის გაჩენისთვის უკეთესი სტიმულის მოფიქრება ძნელი იყო.

კონფლიქტების ტრანსფორმაცია

თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში ბევრი რეალობა შეიცვალა. თითქმის ყველა კონფლიქტი, რომელიც ამ პროცესს ახლდა, ​​მნიშვნელოვნად გადასხვაფერდა. ისინი იწყებოდა ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებად, მაგრამ შემდეგ მათში გამოკვეთილი გეოპოლიტიკური კომპონენტი გამოჩნდა.
სსრკ–ის კრახი — საუკუნის გამოცანა
შეიძლება ითქვას, რომ დე ფაქტო სახელმწიფოები გლობალიზაციის თავის ვერსიას გადიან.
პირველი: ისინი სხვა ანალოგიური წარმონაქმნების გამოცდილებას იზიარებენ. აქედან მომდინარეობს კოსოვოს კაზუსსა და ჩრდილოეთ კვიპროსის ისტორიაზე აპელაცია.
მეორე: ქვეყნები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვიან, სხვადასხვა გარე მოთამაშეების მიმხრობას ცდილობენ. საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში საუბარია აშშ-ზე, ნატოსა და ევროკავშირზე, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში − თურქეთსა და ისლამური სამყაროს სახელმწიფოებზე. როგორც შედეგი – კონფლიქტების პერიოდული „გალღობა“, რომლებშიც დიდი და მცირე სახელმწიფოების როლი განუსაზღვრელად იზრდება იმასთან შედარებით, რაც 90-იანების დასაწყისში იყო.
ამგვარად, არაღიარებული წარმონაქმნები დღეს რთული ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტების შუაგულად რჩება, თუმცა იმავდროულად წარმოადგენენ აბურდულ საერთაშორისო-სამართლებრივ კეისებს, რომელთა გადაჭრაც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს. არატრივიალური გამოსავლის პოვნა შექმნილი ვითარებიდან დღეს უკიდურესად რთულია, ვინაიდან სახეზეა გასაგები და მისაღები სტანდარტებისა და ქცევის წესების დეფიციტი საერთაშორისო არენაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს