რა უნდათ ამერიკელებს პუტინისგან და რით დაემუქრებიან მას

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის 7 დეკემბრისთვის დანიშნული ვიდესაუბრის წინ გავლენიანმა ანალიტიკურმა ცენტრმა Atlantic Council-მა მთელი სცენარი დაწერა ბაიდენისთვის.
Sputnik
ვიქტორია ნიკიფოროვა
რა შესთავაზოს მოლაპარაკებებზე, რით დაემუქროს, მათრახი, თაფლაკვერი... მოკლედ, სრული ასორტიმენტი. ბოლო წლებში ჯო ბაიდენი ვირტუოზულად დაეუფლა ტელესუფლიორის კითხვას და Atlantic Council-ის სტატიაც მისთვის მსგავს „შპარგალკად“ გამოიყურება.
რა სურთ ამერიკელებს? უპირველესად, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გასწიოს თავისი ჯარები უკრაინასთან საზღვრიდან. ის, რომ ჯარები რუსეთის ტერიტორიაზეა, არაფერს ნიშნავს, ამერიკულ წარმოდგენაში ის უკრაინას ემუქრება, ამიტომ მათი მოშორებაა საჭირო. ამასთან უკრაინულ ჯარებზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. კიევი სულაც არ იღებს ვალდებულებას, გასწიოს თავისი შეიარაღებული ქვედანაყოფები დონბასისგან.
მოსაზრება: ამერიკული სოფელი პუტინს არ აღიარებს
შემდეგი: რუსეთმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს მუქარა უკრაინის მიმართ. ანუ, რუსულად რომ ვთარგმნოთ, მოსკოვმა პასიურად უნდა უყუროს იმას, თუ როგორ შენდება უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული სამხედრო ბაზები და საიდუმლო ბიოლაბორატორიები, როგორ გადაჰყავთ ამერიკელებს იქ „ჯაველინები“ სამრეწველო მასშტაბებით და ამყარებენ ისეთ ყოვლისმომცველ სამხედრო თანამშრომლობას, რომელსაც ბედნიერად გაურბის ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა.
პარალელურად რუსეთი ვალდებულია შეუფერხებლად მოამარაგოს უკრაინა გაზით, ქვანახშირითა და ყველაფრით, რაც კიდევ საჭირო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნახშირწყალბადებით მილიტარისტულ შანტაჟად შეფასდება. თუ უკრაინა ნატოში შევა, მოსკოვმა ეს უნდა მოიწონოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაჩუმდეს. ეს იქნება კარგი, მისაღები ქცევა.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამ ყველაფერზე წავა, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ პირადად მიიღებს მონაწილეობას მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციაში. თუმცა ეს სულაც არ იქნება ის შეთანხმებები, რომლებსაც მინსკში მოეწერა ხელი და გერმანიის და საფრანგეთის მიერაა გარანტირებული.
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
ამერიკული ვერსიით, დონბასი „საერთაშორისო ზონად“ უნდა გადაკეთდეს. რესპუბლიკების პოლიტიკური მოთხოვნები უკრაინის შიგნით განსაკუთრებულ სტატუსზე და ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს დადების უფლებაზე − არ დაკმაყოფილდება. ლუგანსკისა და დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობა „გარდამავალი პერიოდის სამოქალაქო ადმინისტრაციით“ უნდა ჩანაცვლდეს. ლაშქარი განიარაღდება, მილიცია დაიშლება. მათ ადგილს საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები დაიკავებენ. სწორედ მათი დაკვირვებით ჩატარდება არჩევნები და ჩამოყალიბდება „პროფესიონალური პოლიცია“. ამგვარად, რუსეთ–უკრაინის საზღვარზე კონტროლი რბილად გადაეცემა ჯერ მავან მშვიდობისმყოფელებს, მათგან კი კიევს − ყველა იმ პირობის შესრულების გარეშე, რომლებიც შავით თეთრზეა გაწერილი მინსკის შეთანხმებაში. „ლაპარაკით კი მერე ვილაპარაკოთ“. აბა რა, აბა რა.
თუ რუსეთი ამას დათანხმდება, ვაშინგტონი პირობას დებს, რომ კიევს ნაკლებ იარაღს მიაწვდის, რუსეთს სანქციების ნაწილს მოუხსნის და ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთქმედებას დაალაგებს, რათა მოსკოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე შფოთვები მოუხსნას.
ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს
ეს, თუ ჯერაც ვერ მიხვდით, ამერიკელი პარტნიორების თაფლაკვერი იყო. თუმცა „რუსეთის შეკავების“ კონცეფციის ავტორებმა მათრახიც მოიმარაგეს. მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვისთვის მსგავსი პირობები მიუღებელია. თუ მოსკოვი მათ შესრულებაზე უარს იტყვის, უკრაინის იარაღით „გაბერვა“ გაგრძელდება. „ჯაველინების“ გარდა, სიაში ასევე არის ჰაერსაწინააღმდეგო და სანაპირო დაცვის სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და საშუალებები, კონტრსაარტილერიო და კონტრბატარეული რადარები. ნატოს ძალები როტაციულ საფუძველზე განთავსდებიან უკრაინაში, ხოლო უკრაინული არმიის წვრთნა „რუსეთის შეკავების“ მიზნით ნატოს მთავარი სტრატეგია გახდება 2022 წლისთვის. და მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ამაზე საფრანგეთი და გერმანია.
გრძელვადიან გეგმებში კი რუსეთს, მისი „აგრესიისთვის“, სანქციებით მოხრჩობას უპირებენ.
დრო, იმაში დასარწმუნებლად, რომ ვერც 2014 წლის სანქციათა პაკეტმა და ვერც 2019 წლის „ჯოჯოხეთურმა სანქციებმა“ რუსეთის პოლიტიკა ვერ შეცვალა, საკმარისი იყო. მაგრამ არსებობს ის, საითაც სწრაფვაა საჭირო.
მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია
ეკონომიკური ზემოქმედების ახალი ზომები მოიცავს „გაზპრომისა“ და მისი „შვილობილებისთვის“ დაფინანსების აკრძალვას − თუმცა ევროპაში გაზის მიწოდებების სრული დაბლოკვის გარეშე. ფინანსური აქციების უფრო ფართო ასორტიმენტია „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ − თუმცა აქაც მიწოდებების სრული ბლოკირების გარეშე. მსხვერპლად შესაწირად ასევე შემოთავაზებულია „სურგუტნეფტოგაზი“ და „ნოვატეკი“.
რუსეთის სამთომოპოვებითი მრეწველობა და მეტალურგია სანქციებით ჯერჯერობით არ არის მოცული საჭირო მასშტაბებით. Atlantic Council-ი „ევრაზსა“ და „ალროსზე“, ასევე რუსეთის უმსხვილეს მზღვეველ „სოგაზსა“ და ტვირთების გადამზიდავ „სოცკომფლოტზე“ ყურადღების გამახვილებას გვთავაზობს.
და, რაღა თქმა უნდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. ამერიკელების აზრით, ეს ყოველთვის „ცუდი იდეა“ იყო, ახლა კი „რუსეთის შეკავება“ გერმანიისგან მის მუშაობაზე მორატორიუმის დადებას მოითხოვს.
„პუტინი აშშ-ს პრეზიდენტად!“ — დასავლეთი რუსეთის ლიდერის ინტერვიუზე მსჯელობს
გარდა ამისა, ისევ ამოტივტივდა რუსეთის SWIFT-სგან გათიშვის თემაც. „ეს თემა კვლავინდებურად თამაშშია. ეს უკანასკნელი საშუალება იქნება“, − ამბობს კიევში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი.
„დიახ, ევროპულმა კომპანიებმა სანქციების პროცესში შეიძლება გარკვეული ტკივილი განიცადონ, − აღიარებენ ამერიკელი ანალიტიკოსები. − მაგრამ პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სიმტკიცე <…> და ერთობლივი ძალისხმევები − ეს საუკეთესო მეთოდია კრემლის შესაკავებლად“.
„ერთობლივი ძალისხმევები“ − ეს Atlantic Council-ის ყველაზე ხშირი მანტრაა. მიუხედავად ამისა, ამერიკელები პოლიტიკური აუტიზმის უმაღლეს, პირდაპირ განუკურნებელ დონეს წარმოაჩენენ. მათ მოკავშირე საფრანგეთსა და გერმანიას უკრაინის ნატოში შესვლა არ სურთ. ევროპელებს არ უნდათ იტანჯებოდნენ რუსული გაზის შეფერხებებით მიწოდებებისა და იდიოტური სანქციებისგან, რომლებიც მათ ეკონომიკას უფრო ანგრევს, ვიდრე რუსეთისას. და არავის, არც ევროპელებს, არც ამერიკელებსა და არც თავად უკრაინელებს არ სურთ იომონ ვაშინგტონის ბრძანებით.
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე იპოვა
იუმორის გვერდი. ევროპელი მოკავშირეებისთვის რიგების გაძლიერების, ხოლო კრემლისთვის მიმდებარე ტერიტორიების „აბიუზის“ შეჩერების ბრძანების შემდეგ ამერიკელ ანალიტიკოსებს, ბოლოს და ბოლოს, უკრაინაც გაახსენდათ. მათი მითითების თანახმად, უკრაინელებს ევალებათ „გააძლიერონ თავიანთი სუვერენიტეტი, დაჩაგრონ ოლიგარქები და ააშენონ თავისუფალი, აყვავებული უკრაინა, რომელიც რუსებისთვის შთაგონების წყარო და პუტინიზმისთვის ეფექტური გამოწვევა გახდება“.
ტერიტორია, რომელმაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მოსახლეობის ნახევარი დაკარგა, გაანიავა მთელი თავისი სიმდიდრე, სიღარიბის აფრიკულ დონემდე დაეცა, სამოქალქო ომით, პუტჩებით, კორუფციით, პოლიტიკური ტერორით იჯიჯგნება − შთაგონების ღისეული წყაროა. მოკლედ, ვერაფერს იტყვი.
რუსეთი 7 დეკემბერს საპირისპირო პირობებით უახლოვდება. მისი წითელი ხაზები მკაფიოდაა გავლებული. უკრაინა არ უნდა იყოს ნატოს წევრი. მის ტერიტორიაზე მასირებულად არ უნდა განთავსდეს მესამე ქვეყნების სამხედრო ძალები. ნატო საერთოდ აღარ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით და რუსეთს ამის წერილობითი გარანტიები ესაჭიროება, ვინაიდან პარტნიორებმა ყველა ზეპირი შეთანხმება, როგორც ცნობილია, დაივიწყეს.
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით
დიდად საკითხავია, მოახერხებენ თუ არა რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები პოზიციების დაახლოებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ შეხვედრას ჟენევაში არაფერი მოუტანია, მხოლოდ გადასწია გარდაუვალი დაპირისპირება.
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მოლაპარაკებათა სპეციფიკური მანერა, რომელიც ჯო ბაიდენს ახასიათებს. ის ყოველთვის არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ყოველთვის არ აკეთებს იმას, რასაც ამბობს. აი, კარგი მაგალითი: ოქტომბერში ბაიდენმა განაცხადა, რომ შტატები დაიცავს ტაივანს, თუ ჩინეთი უეცრად თავს დაესხმება მას.
ეს, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო. 1979 წლიდან ვაშინგტონმა აიღო ვალდებულება, მოამარაგოს ტაივანი თავდაცვის საშუალებებით, მაგრამ კუნძულთან დაკავშირებით ყოველთვის „სტრატეგიული ორაზროვნების“ პრინციპით მოქმედებდა — ანუ პრეზიდენტები არასდროს დებდნენ პირობას, რომ ტაივანის გამო ჩინეთთან იომებდნენ.
მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია
თეთრმა სახლმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ ბაიდენის ნათქვამი ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ნიშნავს. ანალიტიკოსებმა განმარტეს, რომ პრეზიდენტს მსგავსი არაფერი არ ჰქონია მხედველობაში. აქაოდა, ეს მისი ერთ-ერთი gaffe (შეცდომა) იყოო.
მაგრამ, მოიცათ. ტაივანი ხომ მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია უკრაინის შემდეგ? ამერიკული რეჟიმი კუნძულს იარაღით ამარაგებს და ისტერიულ პროპაგანდას ეწევა ჩინური აგრესიის შესახებ. ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ჩინეთს არანაირი აგრესია არ ესაჭიროება. პეკინში აბსოლუტურად დარმუნებული არიან, რომ თანამემამულეებს ადრე თუ გვიან მშვიდობიანი გზით შეუერთდებიან. მაგრამ ამერიკელები ტაივანს ზუსტად ისევე უქსევენ ჩინეთს, როგორც უკრაინას რუსეთს. ემზადებიან რა ქვეყნიდან გასაქცევად, ტაივანელები ზუსტად ისევე ამოწმებენ საკუთარ საზღვარგარეთულ პასპორტებს და დოლარებს იტენიან ჯიბეებში. ზუსტად ისევე ეშინია ორივე ქვეყანას „მეორე ავღანეთად“ ქცევისა. ორივე ტერიტორიაზე მყარად იკიდებს ფეხს ბუნდოვანი რწმენა, რომ შეერთებული შტატები მათ რუსეთისა და ჩინეთისთვის მასშტაბური სანქციების დასაწესებლად გამოიყენებს, ცოტას იომებს მათთან და მერე ბედის ანაბარად მიატოვებენ.
მოსაზრება: რუსეთის წინააღმდეგ ეკოტერორისტებს ამზადებენ
ამერიკელები სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი შეიძლება ერთდროულად დაესხნენ თავს უკრაინასა და ტაივანს, ასე იანვარ-თებერვალში. ანუ მსჯელობენ, რამდენად შესაძლებელია თავიანთი ვასალების პროვოცირება ამ დროს ომზე.
გასაგებია, რომ შეშინებული ტაივანელები ყურადღებით უსმენენ ყველაფერს, რასაც ბაიდენი ამბობს, ეძებენ სიგნალებს, იმედი აქვთ, რომ ამერიკელები არ მიატოვებენ. და, აი, ის მათ მხარდაჭერას საჯაროდ ჰპირდება, ხოლო თეთრი სახლი მეორე დღესვე აცხადებს – არა, არა, ისე ვერ გაიგეთ, ბაიდენმა უბრალოდ იხუმრაო.
ესოდენ არასტაბილურ კონტრაგენტთან მოლაპარაკებები რთულია. მაგრამ ვლადიმირ პუტინის პოზიციის ძალა იმაშია, რომ ის რუსების, უკრაინელებისა და ამერიკელებისა და საერთოდ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოთქვამს. ჩვენ ომი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და განვითარება. კარგი იქნებოდა, ეს წერილობით იყოს გარანტირებული − გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს