„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ვოლტერის გამონათქვამებს.
ვოლტერი (ფრანგ. Voltaire, ნამდვილი სახელია ფრანსუა მარი არუე. 1694-1778) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი. მისი ნაწარმოებები და ნაშრომებია: „ზადიგი ანუ ბედისწერა“, „მიკრომეგასი“, „მიამიტი“, „ბაბილონის პრინცესა“, „ფილოსოფიური ლექსიკონი“, „ოიდიპოსი“, „ბრუტუსი“, „ირენი“ და სხვ.
მამაკაცი ქალს უნდა დაეხმაროს, რომ სუსტი იყოს, ქალი ძლიერი მამაკაცის გარეშეც იქნება.
ოპტიმიზმი – ესაა სწრაფვა ამტკიცო, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა სინამდვილეში ყველაფერი ცუდადაა.
სამოთხეში უკეთესი კლიმატია, მაგრამ ჯოჯოხეთში – უკეთესი კომპანია.
დაფიქრდი, რაოდენ ძნელია საკუთარი თავის შეცვლა და მიხვდები, რაოდენ უბადრუკია შენი შესაძლებლობები – შეცვალო სხვები.
რომ გაიგოთ, ვინ მბრძანებლობს თქვენზე, უბრალოდ გაარკვიეთ, ვისი კრიტიკის უფლება არ გაქვთ.
ხშირად შორს მიდიან იმის საძებნელად, რაც თვითონ აქვთ სახლში.
ბედნიერება ყოველთვის ფრთებით მოდის და ყავარჯნებით მიდის.
დილით გეგმებს ვადგენ, დღისით სისულელეებს ვაკეთებ.
შრომა ადამიანს სამი მთავარი ბოროტებისგან ათავისუფლებს – მოწყენილობის, მანკისა და სიდუხჭირისგან.
შემთხვევითობა არ არსებობს – ამ ქვეყნად ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან მოსწავება.
თუ ადამიანები დიდხანს დავობენ, ეს ადასტურებს, რომ ის, რაზეც დავობენ, თვითონ მათთვისაც გაურკვეველია.
კარგი მწერლის კითხვისას კარგ საუბარს სწავლობ.
სჯობს გვიან, ვიდრე ცუდად.
ადამიანმა უნდა იოცნებოს, რათა ცხოვრების აზრი დაინახოს.
ქალს მხოლოდ ერთი საიდუმლოს შენახვა შეუძლია – თავისი ასაკის.
სულელია ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლება.
როდესაც მსმენელს არ ესმის მოლაპარაკის, ხოლო მოლაპარაკემ არ იცის, რა აქვს მხედველობაში – ეს ფილოსოფიაა.
სხვისი საიდუმლოს გათქმა – ღალატია, საკუთარის – სისულელე.
ღმერთმა ქალი მხოლოდ მამაკაცის მოსათვინიერებლად შექმნა.
ცრუმორწმუნეობა სულელების გონებაა.
სიცოცხლის ბოლო საცოდავია, შუა – არაფრად ღირს, დასაწყისი კი – სასაცილოა.
ის, რაც ყოველდღიური, ჩვეულებრივი ხდება, ნაკლებად დაფასებულია.
ის, რაც სასაცილო გახდა, არ შეიძლება საშიში იყოს.
ქორწინება ან უდიდესი სიკეთეა, ან უდიდესი ბოროტება. შუა – არ არსებობს.
ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კიდევ იმიტომ, რომ მისი დახმარებით ჩვენი აზრების დამალვა შეგვიძლია.
თავისუფლება – ეს ის არაა, რაც მოგცეს, ეს ისაა, რასაც ვერ წაგართმევენ.
შესანიშნავია, როცა მოკრძალებული ხარ, მაგრამ გულგრილი არ უნდა იყო.
ადამიანები ადვილად იჯერებენ იმას, რას ძალიან სურთ.
მომავლისკენ ყურება ჯობს, ვიდრე წარსულზე ოცნება.
არ მაქვს შესაძლებლობა, ვჭამო ყველაფერი, რაც მიყვარს. მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რასაც ვჭამ.
აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს – ნიშნავს იყო თავისუფალი.
ჭეშმარიტი სიმამაცე გასაჭირში ვლინდება.
მიყვარს ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ და მეც მაიძულებენ აზროვნებას.
უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.