https://sputnik-georgia.com/20210806/svami-vivekananda-252525382.html
ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან...
ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან...
Sputnik საქართველო
ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა... ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება... 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T21:36+0400
2021-08-06T21:36+0400
2021-08-06T21:27+0400
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
ბრძნული გამონათქვამები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24084/61/240846164_0:163:1600:1067_1920x0_80_0_0_2f1b616cccaba80892576fba9960a316.jpg
„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ სვამი ვივეკანანდას მოსაზრებებს.სვამი ვივეკანანდა (ნარენდრანათჰ დატა, 1863–1902) - XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას ინდოეთის „ერის მამას“ უწოდებენ. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობზე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა... ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება დააბრკოლა. მიეცით მათ თავისუფლების სანთელი – განვითარების ერთადერთი წინამძღვარი.სული ცოდნის მეშვეობით თავისუფლდება.თუ დადგა დღე, რომ არანაირი სირთულის გადალახვა არ არის საჭირო, იცოდე – არასწორ გზას დაადექი.თავისუფლება – ეს ადამიანის მარადიული მიზანია. ადამიანი ადამიანად მხოლოდ მაშინ რჩება, სანამ ამ თავისუფლებას იცავს სხვადასხვა – შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებასთან ბრძოლით.ბრიუს ლი – 80: ბრძენი სულელური კითხვიდან მეტს იღებს, ვიდრე სულელი ბრძნული პასუხიდან>>როდესაც საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე ფიქრობთ, როგორც ცოდვილზე, ცოდვას სჩადით.ვინც ყვირის, მისი ხმა ცუდად ისმის.მთელ სამყაროში არაფერს აქვს ძალაუფლება თქვენზე, სანამ თვითონ არ დაუშვებთ ძალაუფლებას საკუთარ თავზე.ტკბობა ადამიანის უმაღლესი მიზანი არ არის... გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს, რომ როგორც სიამოვნება, ისე ტანჯვა დიდი მასწავლებელია და ის სწავლობს როგორც სიკეთის, ისე ბოროტების წყალობით.აუცილებლობის სამყარო – მეცნიერების ობიექტია, თავისუფლების სამყარო – რელიგიის.ადამიანს, რომელიც რელიგიამდე შიშმა მიიყვანა, არაფერი აქვს რელიგიური.ისტორიის ირონია ისაა, რომ თუმცა ინდუიზმში კრიშნას სახით ქადაგებენ ძალადობის აუცილებლობას, ხოლო ქრისტიანულ სახარებაში ქრისტეს სახით – არაძალადობის აუცილებლობას, პრაქტიკაში პირიქით განხორციელდა.სამურაის მარადიული სიბრძნის წესები>>ყველაზე დიდი საზოგადოებრივი წყობაა ის, რომელშიც უდიდესი ჭეშმარიტებები პრაქტიკული ხდება.ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან, სხვაგვარად დაამტკიცებ, რომ სწორად გექცევიან...ფილოსოფიას მოკლებული რელიგია ცრურწმენასთან არის ახლოს, ხოლო თუ ფილოსოფიაში რელიგია არ არის, ის მშრალი, შეულამაზებელი ათეიზმი ხდება.რელიგია იწყება იქ, სადაც მთავრდება ფილოსოფია.თითოეულ რელიგიაში არის სამი კომპონენტი: ფილოსოფია, მითოლოგია, რიტუალი. ფილოსოფია ნებისმიერი რელიგიის არსს შეადგენს. მითოლოგია განმარტავს ან ილუსტრირებულად წარმოაჩენს მას მაგალითებით, თქმულებებითა და იგავებით. რიტუალი კი ფილოსოფიას უფრო კონკრეტულ ფორმას აძლევს და თითოეულისთვის გასაგებს ხდის.შრომის აზრი ისაა, რომ გამოვიყენოთ გონებაში ჩადებული ენერგია სულის გასაღვიძებლად.არ გვყოფნის მოთმინება, რომ ჩვენს საკმაოდ შორეულ მომავალს შევხედოთ, და ამიტომ ვხდებით უზნეონი და ბოროტნი.ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა, მას არ სჯერა ღმერთის, და ადამიანი, რომელმაც თავისი თავის სიძულვილი დაიწყო, საკუთარი თავის დაღუპვისთვის ხსნის კარს. ეს სამართლიანია ხალხების მიმართაც.განსხვავების აბსოლუტური არარსებობა, თანასწორობა სიკვდილს ნიშნავს; თუმცა, თანასწორობისკენ ბრძოლა დიდი სტიმულია და ისევე აუცილებელი შექმნის პროცესისთვის, როგორც უთანასწორობა.ნამდვილ სიყვარულს თავისი გამოვლინებებით არ შეუძლია ტკივილის მიყენება არც იმისთვის, ვისაც უყვარს და არც იმისთვის, ვინც უყვართ.
https://sputnik-georgia.com/20191114/oSo-siyvaruli-romelic-ar-izomeba-osho-246999618.html
https://sputnik-georgia.com/20180215/idealisken-swrafvaSi-ar-dagaviwydeT-rom-unda-icxovroT-239272553.html
https://sputnik-georgia.com/20200702/haruki-murakami-248882157.html
https://sputnik-georgia.com/20170504/mxolod-Rame-sruldeba-ganTiadiT-235853906.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24084/61/240846164_0:61:1600:1067_1920x0_80_0_0_fc237b75f1955941d0fee997c3b60b9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ბრძნული გამონათქვამები
ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან...
ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა... ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება დააბრკოლა.
„
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ სვამი ვივეკანანდას მოსაზრებებს.
სვამი ვივეკანანდა (ნარენდრანათჰ დატა, 1863–1902) - XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას ინდოეთის „ერის მამას“ უწოდებენ. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობზე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.
ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა... ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება დააბრკოლა. მიეცით მათ თავისუფლების სანთელი – განვითარების ერთადერთი წინამძღვარი.
სული ცოდნის მეშვეობით თავისუფლდება.
თუ დადგა დღე, რომ არანაირი სირთულის გადალახვა არ არის საჭირო, იცოდე – არასწორ გზას დაადექი.
თავისუფლება – ეს ადამიანის მარადიული მიზანია. ადამიანი ადამიანად მხოლოდ მაშინ რჩება, სანამ ამ თავისუფლებას იცავს სხვადასხვა – შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებასთან ბრძოლით.
როდესაც საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე ფიქრობთ, როგორც ცოდვილზე, ცოდვას სჩადით.
ვინც ყვირის, მისი ხმა ცუდად ისმის.
მთელ სამყაროში არაფერს აქვს ძალაუფლება თქვენზე, სანამ თვითონ არ დაუშვებთ ძალაუფლებას საკუთარ თავზე.
ტკბობა ადამიანის უმაღლესი მიზანი არ არის... გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს, რომ როგორც სიამოვნება, ისე ტანჯვა დიდი მასწავლებელია და ის სწავლობს როგორც სიკეთის, ისე ბოროტების წყალობით.
აუცილებლობის სამყარო – მეცნიერების ობიექტია, თავისუფლების სამყარო – რელიგიის.
ადამიანს, რომელიც რელიგიამდე შიშმა მიიყვანა, არაფერი აქვს რელიგიური.
ისტორიის ირონია ისაა, რომ თუმცა ინდუიზმში კრიშნას სახით ქადაგებენ ძალადობის აუცილებლობას, ხოლო ქრისტიანულ სახარებაში ქრისტეს სახით – არაძალადობის აუცილებლობას, პრაქტიკაში პირიქით განხორციელდა.
ყველაზე დიდი საზოგადოებრივი წყობაა ის, რომელშიც უდიდესი ჭეშმარიტებები პრაქტიკული ხდება.
ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან, სხვაგვარად დაამტკიცებ, რომ სწორად გექცევიან...
ფილოსოფიას მოკლებული რელიგია ცრურწმენასთან არის ახლოს, ხოლო თუ ფილოსოფიაში რელიგია არ არის, ის მშრალი, შეულამაზებელი ათეიზმი ხდება.
რელიგია იწყება იქ, სადაც მთავრდება ფილოსოფია.
თითოეულ რელიგიაში არის სამი კომპონენტი: ფილოსოფია, მითოლოგია, რიტუალი. ფილოსოფია ნებისმიერი რელიგიის არსს შეადგენს. მითოლოგია განმარტავს ან ილუსტრირებულად წარმოაჩენს მას მაგალითებით, თქმულებებითა და იგავებით. რიტუალი კი ფილოსოფიას უფრო კონკრეტულ ფორმას აძლევს და თითოეულისთვის გასაგებს ხდის.
შრომის აზრი ისაა, რომ გამოვიყენოთ გონებაში ჩადებული ენერგია სულის გასაღვიძებლად.
არ გვყოფნის მოთმინება, რომ ჩვენს საკმაოდ შორეულ მომავალს შევხედოთ, და ამიტომ ვხდებით უზნეონი და ბოროტნი.
ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა, მას არ სჯერა ღმერთის, და ადამიანი, რომელმაც თავისი თავის სიძულვილი დაიწყო, საკუთარი თავის დაღუპვისთვის ხსნის კარს. ეს სამართლიანია ხალხების მიმართაც.
განსხვავების აბსოლუტური არარსებობა, თანასწორობა სიკვდილს ნიშნავს; თუმცა, თანასწორობისკენ ბრძოლა დიდი სტიმულია და ისევე აუცილებელი შექმნის პროცესისთვის, როგორც უთანასწორობა.
ნამდვილ სიყვარულს თავისი გამოვლინებებით არ შეუძლია ტკივილის მიყენება არც იმისთვის, ვისაც უყვარს და არც იმისთვის, ვინც უყვართ.