მიმოხილვა: უკრაინის არმია 2021 – შეიარაღება და ბრძოლისუნარიანობა

უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავს — სამხედრო აღლუმებს გამართავს ხმელეთსა და ზღვაზე, რასაც სამი ათეული ქვეყნიდან ჩასული სტუმრები დაესწრებიან.
Sputnik
დასავლეთი თითქმის 30 წელია ცდილობს გადააქციოს უკრაინის სახელმწიფო და მისი არმია რუსეთისა და მისი არმიის ანტაგონისტურ საპირწონედ. კოლექტიური დასავლეთი სხვა აზრს ვერ ხედავს უკრაინის სახელმწიფოებრივ და სამხედრო მშენებლობაში, კიევს კი სრულად აწყობს ანტირუსული მარიონეტის დესტრუქციული როლი აშშ-ის და ნატოს გეოპოლიტიკურ თამაშებში.  
ქაბული „ამერიკულ ოცნებას“ ემშვიდობება: ჯიჰადი გრძელდება
დამოუკიდებლობის 30 წლისთავს უკრაინა 255-ათასიანი შეიარაღებული ძალებით ხვდება, რომელთა ძირითადი დანიშნულება საპოლიციო, სადამსჯელო ოპერაციების წარმოებაა საკუთარ ტერიტორიაზე და მესამე სამყაროს ქვეყნებში.
სამხედრო ძლიერების დასავლური რეიტინგი Global Firepower-ი უკრაინას მსოფლიოში 25-ე ადგილს აკუთვნებს – ვიეტნამსა და ტაილანდს შორის, მაგრამ რეალობას უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ის და ნატოს დაქვემდებარებულ „ზონდერრაზმების“ რანგში გადაჰყავს.
მრავალწლიანი პერმანენტული შეტაკებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მაღაროელებს შორის, ნატოს სამხედრო ინსტრუქტორების მიერ უკრაინელი სპეციალისტების მომზადება უკრაინის ჯარების მზარდი საბრძოლო ძალისა და ალიანსში ქვეყნის შესვლის მოახლოების ილუზიას ქმნის. ამასთან უკრაინას არ ჰყავს ეფექტური და ბრძოლისუნარიანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები, ხოლო სახმელეთო ჯარები შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონით მხოლოდ სახალხო პროტესტების წარუმატებელი ჩახშობისთვის გამოდგება.  
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“
უმაღლესი სამხედრო სარდლობა სტრატეგიულ დაგეგმარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელი არ არის — უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაშინგტონი და ბრიუსელი აკონტროლებენ. ნატო აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიას საერთაშორისო სწავლებებისა და ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის საზღვრებთან განთავსებისთვის, მაგრამ უკრაინის წევრად მიღებას არ ჩქარობენ. კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ვადებსაც კი არ ასახელებენ.
ნატოში შეუსვლელად უკრაინა შორსაა აშშ-ის ძირითადი მოკავშირის სტატუსისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამას 2014 წლიდან ცდილობს.  
„ძირითადი მოკავშირის“ სტატუსი თითქოს ფინანსურ მოგებას ჰპირდება და „რუსული საფრთხისგან“ ამერიკული დაცვის გარანტიასაც აძლევს კიევს. მაგრამ ავღანეთის ცინცხალი მაგალითი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ამერიკელები და ალიანსი, დასავლური სტანდარტები და 300-ათასიანი ეროვნული არმიის შეიარაღება, დიდი ფული — არაფრის გარანტია არ არის. შეერთებული შტატები მზადაა უღალატოს მოკავშირეს რთულ მომენტში.
მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ
ასე დატოვეს ამერიკელებმა 12 უკრაინელი სამხედრო ქაბულის ერთ-ერთ ბაზაზე სასწრაფო ევაკუაციისას მას შემდეგ, რაც თალიბებმა დედაქალაქი აიღეს. იქვე დატოვეს რამდენიმე ქართველი, ბულგარელი და რუმინელი სამხედროც.

საბრძოლო ძლიერება

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში 42 გამანადგურებელი და 34 მოიერიშე ვერტმფრენია, რომლებიც საბჭოთა არმიიდან დარჩათ. მფრინავების მომზადებისა და საფრენი აპარატების ტექნიკური დონე ისეთია, რომ მათ დონბასის თავზე გამოჩენის საშუალებას არ აძლევს. უკრაინელ სამხედრო მფრინავებს საბრძოლოს გამოცდილება არ აქვთ.
სახმელეთო ჯარების პარკში მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯავშანტექნიკა და არტილერია ჰყავს: 2.430 ტანკი, 11.400-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, დაახლოებით 3.000 თვითმავალი და საბუქსირე საარტილერიო დანადგარი, 550 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
ამ ნახევრად ცოცხალი, გასული საუკუნის ტექნიკის მოდერნიზებას უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსებში ცდილობენ. ის უეფექტო გამოდგა დონბასში ომისთვის.
მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია
ყველაზე სუსტი რგოლი — უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებია. შედგება დაახლოებით 12 საპატრულო და საარტილერიო კატარღისგან. უცხოური წარმოების მცურავი საშუალებები პრაქტიკულად უიარაღო მდგომარეობაშია. ამასთან ზოგი ექსპერტი შენიშნავს, რომ „ის, რაც მკვდარია, ვეღარ მოკვდება“, ხოლო „კოღოს ნაკბენებისთვის“ დივერსიების, პროვოკაციებისა და სკანდალებისთვის კატარღები სრულიად საკმარისია. მთავარია, რომ სამხედრო-საზღვაო ანტიკვარიატი იმ ადგილამდე მივიდეს, სადაც მას „ბოროტი რუსები“ აუცილებლად შეიპყრობენ ან ჩაძირავენ. იქნებ ამის შემდეგ ევროპამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გათიშოს.
შევნიშნავთ, რომ შავ ზღვაში მარტო ერთ რუსულ სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ შეუძლია ზალპით ჩაძიროს მთელი უკრაინული საზღვაო ძალები და ნატოს ფლოტიც ზედ დააყოლოს. რუსეთის სამხედრო-საზღვაო დომინირება შავ ზღვაზე აშკარაა და უპირობო.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა უკრაინელებისადმი
აქ მნიშვნელოვანია მხედველობაში გვქონდეს, რომ საბჭოთა სამხედრო-საზღვაო მემკვიდრეობა უკრაინაში გაიყიდა ან „მოკვდა“ — 2014 წლამდე ბევრით ადრე. ერთადერთ, შედარებით ბრძლისუნარიან ხომალდად მიიჩნევა ფრეგატი „გეტმანი საგაიდაჩნი“, რომელიც არც მთლად ფრეგატია, ვინაიდან შეიარაღებაში ხომალდასწინააღმდეგო რაკეტები არ გააჩნია, ხოლო ახლო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არაეფექტურია. „საგაიდაჩნი“ სსრკ-ში აიგო როგორც „კაგებეს“ სასაზღვრო ჯარების საგუშაგო ხომალდი „კიროვი“. წყალში ის 1992 წელს ჩაუშვეს. „ნახევარფრეგატი“ მალე ჩამოიწერება კორპუსისა და მექანიზმების სრული ცვეთის გამო.
უკრაინის აშკარა სამხედრო უძლურების ფონზე უმაღლესმა რადამ 2014 წლის დეკემბერში ორ კანონში შეიტანა ცვლილებები, თქვა რა უარი სახელმწიფოს ბლოკგარეშე სტატუსზე. ხოლო 2019 წელს უკრაინის პარლამენტმა კონსტიტუციურად გაამყარა ქვეყნის კურსი ნატოსკენ. დამოუკიდებელი უკრაინა მეექვსე პარტნიორი სახელმწიფო გახდა ალიანსისთვის.

ყველაფერი გასაყიდად

იანუკოვიჩმა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე უარს უკრაინის მთავარი შეცდომა უწოდა
უკრაინამ სსრკ-სგან მემკვიდრეობით კეთილი მეზობლები და გამონაკლისი სასტარტო შესაძლებლობები მიიღო ეროვნული თავდაცვითი მშენებლობისთვის: 980 ათასამდე სამხედრო, 8 ათასი ტანკი,  10 ათასი ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშანმანქანა, 20 ათასი საარტილერიო სისტემა, 1.100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 400 ვერტმფრენი, 350 გემი და ხომალდი.
სტრუქტურულად — 14 მოტომსროლელი დივიზია, ერთი სპეცრაზმის ბრიგადა, რვა საარტილერიო ბრიგადა, ცალკე არმია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ცხრა ბრიგადა, სამი საჰაერო არმია, შვიდი ვერტმფრენების პოლკი. ყველაფერი უკვე არსებობდა, მთავარი იყო, არ გაეფანტათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა თავდაპირველად ხუთჯერ შეამცირეს. დამოუკიდებლობის პირველსავე ათწლეულში საბჭოთა იარაღის უმეტესი ნაწილი კიევმა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს მიჰყიდა. შემდგომში საავიაციო და სარაკეტო ძალები თითქმის მთლიანად დაიკარგა.
მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია
უკრაინა 2005 წლისთვის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გახდა იარაღის ექსპორტში. უკრაინის არსენალებიდან ათასობით სამხედრო ტექნიკა უკვალოდ გაქრა და აღარ მოხვდა სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშებში.
2011 წლისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს ტანკების ორი მესამედი, ჯავშანმანქანებისა და საარტილერიო სისტემების ნახევარი. სად წავიდა ფული — უცნობია. უკრაინამ 1991 წლიდან 2015 წლამდე მხოლოდ 75 ჯავშანმანქანა Saxon, რვა ერთეული Spartan და დაუსრულებელი კორვეტისთვის საჭირო შეიარაღება შეიძინა.
2014 წლის მაიდანს უკრაინა მწყობრში 700 და ბაზებზე 1.445 ტანკით, 2.189 საბრძოლო მანქანით, 1.421 საარტილერიო სისტემით, 206 ვერტმფრენითა და 326 თვითმფრინავით შეხვდა. დონბასში უკრაინულმა არმიამ დაკარგა 300-ზე მეტი ტანკი, ნახევარზე მეტი ჯავშანმანქანა, საარტილერიო სისტემების დაახლოებით 50%. და ეს მარტო ოფიციალური მონაცემებით. ანალიტიკური სააგენტო International Institute for Strategic Studies Military Balance-ს მონაცემებით, დანაკარგი ბევრად მეტია.
„რუსეთი ევროპა გახდება“ — რა მოხდა აშშ-ის და პოლონეთის ურთიერთობებში
უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსების მდგომარეობაზე მეტყველებს სრულიად ჩამკვდარი სამხედრო გემთმშენებლობა, საარტილერიო სისტემებთან, ვერტმფრენებთან, გამანადგურებლებთან, მოიერიშეებთან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები ვერა და ვერ იჭრება.
უკრაინა მომავალში ნატოს ქვეყნების „სექენდ ჰენდი“ თვითმფრინავებით აპირებს ფრენას. დამოუკიდებელი უკრაინის სამხედრო ინდუსტრიამ ვერც კი აითვისა საბჭოთა მოდელის მცირე ზომის იარაღის ვაზნების წარმოება, რომ აღარაფერი ვთქვათ სერიოზულ ახალ მოვლენებზე.
ნატოს ინვესტიციები ამინდს ვერ ქმნის. 2014 წლის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინა აშკარად და ფარულად იღებდა იარაღის მთებსა და მილიარდობით დოლარს არმიის განმტკიცებისთვის. იარაღმა ტრანზიტით გვერდი აუარა უკრაინას და ძველი სქემებით გაიყიდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ცოცხალი ფული კი აორთქლდა.
სიგნალი უკმაყოფილოთათვის: აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკითხში სპეცწარმომადგენელი დანიშნა
კიევის ხელმძღვანელობის სავარაუდო სადღესასწაულო განცხადებები 2021 წლის 24 აგვისტოს „ფუნდამენტურად ახალი არმიის“ შექმნის შესახებ არ იქნება დადასტურებული ციფრებით ან ფაქტებით.
საზეიმო რიტუალი „ევროპის რუსული აგრესიისგან დაცვის“ თაობაზე კიდევ ერთხელ გამოიწვევს ღიმილს — უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ აგრესორს.
რაც მთავარია, სულ უფრო და უფრო ნაკლებ უკრაინელს სურს იმსახუროს ასეთ ანტისახალხო და ანტირუსულ არმიაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს