ქაბული „ამერიკულ ოცნებას“ ემშვიდობება: ჯიჰადი გრძელდება

ავღანეთი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძვრას განიცდის.
Sputnik
ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ისა და ალიანსის ჯარების გასვლიდან დაახლოებით ოთხი თვე გაძლო. თალიბებმა 16 აგვისტოს ოცწლიანი ომის დასრულება და გამარჯვება გამოაცხადეს, მაგრამ ძალადობის დონე ქვეყანაში „ჯიჰადის“ გაგრძელებაზე მეტყველებს. 
ლავროვი: რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის ყველა პოლიტიკური ძალის დიალოგს
ავღანეთში სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობა ახალ საფრთხეებს უქმნის ცენტრალური აზიის მოსაზღვრე ქვეყნებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნები მზად არიან ადეკვატური რეაგირება მოახდინონ საფრთხეებზე — ლტოლვილთა ნაკადებზე, ნარკოტრაფიკზე, ექსტრემისტული იდეოლოგიის ექსპორტსა და საზღვარზე შეიარაღებულ პროვოკაციებზე.
თალიბებმა გასულ შაბათ-კვირას 15-ზე მეტი ადმინისტრაციული ცენტრი დაიკავეს და დღეს ყველა მსხვილ ქალაქს აკონტროლებენ — დედაქალაქ ქაბულის ჩათვლით. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თვითმფრინავით დატოვა ქვეყანა — ისევე, როგორც ერთადერთმა ავღანელმა მარშალმა აბდულ რაშიდ დუსტუმმა. უზბეკეთმა, ტაჯიკეთმა და ყაზახეთმა უკვე განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ლაინერი მათ ტერიტორიაზე არ დამჯდარა.
ამასობაში ავღანეთში გამარჯვების „ჯიჰადმა“ შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის ტერორისტებს სამოღვაწეო სივრცის გაფართოება და ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცება შთააგონოს.
მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ
70 მლრდ დოლარად ღირებული ავღანეთის სამთავრობო არმია და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად დაშლილია. ბოევიკების მხარეს ამერიკელების მიერ გაწვრთნილი რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერიც გადავიდა.
თალიბებმა საკუთარი დროშა აღმართეს პრეზიდენტის სასახლეზე და ავღანეთის ისლამური საამიროს გამოსაცხადებლად ემზადებიან, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან სწრაფი აღიარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„თალიბანისთვის“ წინააღმდეგობის კერად რჩება მხოლოდ პროვინცია პანჯშერი, რომელიც ეთნიკური ტაჯიკებითაა დასახლებული.
უსაფრთხოების დონე ქვეყანაში დაბალზე დაბალია. და, მაინც, ომი — ეს ტერორისტული ორგანიზაციის არსებობის ძირითადი ფორმაა. შევნიშნავთ, რომ თალიბებს რუსეთსა და გაეროში ჯერჯერობით სხვა სტატუსი არ აქვთ — ისევე, როგორც ისტორიული ოპტიმიზმის საფუძველი.
მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია
იმ შემთხვევაშიც კი, თუ „თალიბანი“ მხოლოდ „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფო — ხორასანის“ კონკურენტ ისლამისტებთან იომებს, ესეც კი წლების განმავლობაში გვპირდება საომარ მოქმედებებს.
„თალიბანის“ ბოევიკების სავარაუდო ტრანსფორმაცია ისლამური საამიროს სახელმწიფო სტრუქტურად — ნაკლებად შესწავლილი ტექნოლოგიაა უამრავი უცნობი გართულებით. საშუალო ასაკის ავღანელებს კარგად ახსოვთ პირქუში 1996-2001 წლები, როდესაც თალიბები პირველად მოვიდნენ ხელისუფლებაში და „ახალი წესრიგი“ დაამყარეს.

პანიკა ქაბულში

ჩვენ მოწმენი ვართ კოლექტიური დასავლეთის, პენტაგონისა და ნატოს უდიდესი გეოპოლიტიკური დამარცხებისა და დამცირებისა - ქაბული სამუდამოდ ემშვიდობება ისლამური დემოკრატიის „ამერიკულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ იძირება შუა საუკუნეების საამიროში. ბრიუსელში კი ისე მსჯელობენ ავღანეთში არსებულ ვითარებაზე, თითქოს მასზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.
ავღანელებმა „თალიბანის“ წინააღმდეგ ირანში საპროტესტო აქცია გამართეს – ვიდეო
აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადასა და მრავალ სხვა დასავლურ ქვეყანას ნაჩქარევად გამოჰყავთ თავიანთი საელჩოები ავღანეთის დედაქალაქიდან. პენტაგონი თანმიმდევრულად ზრდის „მაშველთა“ ძალებს, ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციით 6000 სამხედროა დაკავებული — ორჯერ მეტი, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი.
ვაშინგტონმა 72 საათი გამოყო თავისი საელჩოსა და მოკავშირე ავღანელების სრული ევაკუაციისთვის. დანარჩენი კოლაბორაციონისტების ბედი პროგნოზირებადად სამწუხაროა. და ეს სამთავრობო ძალების დაახლოებით 350 ათას სამხედროს ეხება.  
ქაბულის აეროპორტში კატასტროფული ვითარებაა: ათასობით ავღანელი, რომელთაც თალიბების ხელით სიკვდილი ელით, ქვეყანას ვერ ტოვებს. ყველა კომერციული რეისი შეჩერებულია, აეროპორტში დროდადრო ისვრიან, არის მსხვერპლი.
ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
პენტაგონის წარმომადგენლების გარდა, ასაფრენ ზოლზე წესრიგს იცავენ ბრიტანელი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თალიბები ჯერჯერობით გაქცევის უფლებას იძლევიან, მაგრამ უცხოელი სამხედროების ყოფნა ქაბულის აეროპორტში ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება.  
ბოევიკებმა სამთავრობო არმიის რამდენიმე მსხვილი სამხედრო ბაზა და არსენალები აიღეს და ახლა ყველა სახის შეიარაღება აქვთ — მოიერიშე ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩათვლით. ამ დროისათვის „თალიბანის“ მწყობრში, სხვადასხვა მონაცემებით, 75-დან 120 ათასამდე ბოევიკია.  
ამერიკის მოკავშირე ავღანელები თავს გაყიდულად გრძნობენ. გაზეთი The Washington Post აღნიშნავს, რომ თალიბების სწრაფი წინსვლა მთელ მსოფლიოში ზრდის ეჭვებს ამერიკული გარანტიების სიმტკიცესთან დაკავშირებით. დასავლეთი ძრწოლვით ელოდება ავღანელი დევნილების ახალ მოწოლას.   
ბაიდენი ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია კონცენტრირდება

ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს შესაძლოა სამხედრო ინსტრუმენტები დასჭირდეთ საფრთხეების მოსაგერიებლად. თალიბების გამარჯვებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ტერორისტული გააქტიურება გამოიწვიოს მომიჯნავე ქვეყნებში, განსაკუთრებით, ტაჯიკეთში, სადაც მოძრაობას უფრო მეტი იდეოლოგიური მხარდამჭერი ჰყავს.
ახლა მიმდინარეობს მზადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სწავლებებისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში ჩატარდება ტაჯიკეთი–ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს. ორგანიზაციის გენმდივანმა სტანისლავ ზასმა განცხადება გააკეთა ავღანეთთან დაკავშირებით. ძირითადი მუხლები ასე გამოიყურება:
ავღანეთში ვითარების გამწვავების ფონზე გაძლიერებულია ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ყურადღებაც.
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
დამატებითი უსაფრთხოების ზომები ეხება რეგიონის ყველა ქვეყანას. შემთხვევითი არ არის, რომ უზბეკეთმა თერმეზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 84 ავღანელი სამხედრო გაატარა, რომლებიც თალიბებს გამოექცნენ, შემდეგ კი ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც საზღვარი დაარღვია.  
„თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება ქაბულში. და, მაინც, ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ზამირ ქაბულოვის თქმით, მოსკოვი არ იჩქარებს დაჯგუფების რეჟიმის აღიარებას.
ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს პრობლემური მეზობლის გვერდით მოუწევთ ცხოვრება. „თალიბანი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რაც შეიძლება ავღანეთის ომის გაგრძელების საფუძვლად იქცეს.
რედაქცია შესაძლოა არ თანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს