https://sputnik-georgia.com/20210817/SAFRANGEtI-AVrANEtsI-SAMXEDRO-tVItMFRINAVEBSA-DASPECRAZMS-GZAVNIS-252602418.html
ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
Sputnik საქართველო
ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ქაბულში 6 ათას... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T10:53+0400
2021-08-17T10:53+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249603635_0:62:2925:1707_1920x0_80_0_0_dd40030382e0db847cb30b9384d79abc.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმის ქვედანაყოფებს და ორ სამხედრო თვითმფრინავს გზავნის, რის თაობაზეც მან ფრანგული ტელეარხებით გამოსვლისას განაცხადა.ამასთან მას არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ფრანგი სამხედრო ჩავა ავღანეთში.მაკრონის თქმით, აღნიშნული ძალების ამოცანა ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის საკითხებში დახმარებაა, რასაც ამ დროისათვის ამერიკული ძალები ახორციელებენ.საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან და მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას ისლამისტური ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ.აღსანიშნავია, რომ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პირველ ეტაპზე საუბარია 1.000 ჯარისკაცზე, რომლებიც ქაბულის აეროპორტში მყოფ 2.500 ამერიკელ სამხედროს დაემატებიან, ხოლო საბოლოოდ პენტაგონი ავღანეთში 6 ათასი ჯარისკაცის გადასროლას აპირებს.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210817/baideni-ltolvilebis-dasaxmareblad-500-milion-dolars-gamoyofs-252602271.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249603635_98:0:2827:2047_1920x0_80_0_0_5fb603460ac4152c188848febc0815a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმსა და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის
10:53 17.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პენტაგონში აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ქაბულში 6 ათას კაცს მიაღწევს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავღანეთში სპეცრაზმის ქვედანაყოფებს და ორ სამხედრო თვითმფრინავს გზავნის, რის თაობაზეც მან ფრანგული ტელეარხებით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან მას არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ფრანგი სამხედრო ჩავა ავღანეთში.
მაკრონის თქმით, აღნიშნული ძალების ამოცანა ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის საკითხებში დახმარებაა, რასაც ამ დროისათვის ამერიკული ძალები ახორციელებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან და მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას ისლამისტური ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის უახლოეს საათებში გაზრდას გეგმავს შეერთებული შტატებიც. პირველ ეტაპზე საუბარია 1.000 ჯარისკაცზე, რომლებიც ქაბულის აეროპორტში მყოფ 2.500 ამერიკელ სამხედროს დაემატებიან, ხოლო საბოლოოდ პენტაგონი ავღანეთში 6 ათასი ჯარისკაცის გადასროლას აპირებს.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.