https://sputnik-georgia.com/20210817/baideni-ltolvilebis-dasaxmareblad-500-milion-dolars-gamoyofs-252602271.html
ბაიდენი ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს
ბაიდენი ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უახლოეს საათებში შეიყვანს ავღანეთში დამატებით სამხედრო კონტინგენტს. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T10:13+0400
2021-08-17T10:13+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598112_0:140:3374:2047_1920x0_80_0_0_aac0be429b2b6ed4b3e352bc0849e57d.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილების თანახმად, ავღანეთიდან ლტოლვილთა დასახმარებლად 500 მლნ დოლარი გამოიყოფა, იუწყება თეთრი სახლი.როგორც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ნათქვამი, გამოყოფილი თანხა ლტოლვილების, კონფლიქტის მსხვერპლთა და სხვა პირების გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოხმარდება, რომლებსაც ავღანეთში არსებული სიტუაცია საფრთხეს უქმნის.მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე სამი სამხედრო ბაზა (ვირჯინიის, ტეხასისა და ვისკონსინის შტატები) 22 ათასი ევაკუირებული ავღანელის მისაღებად ემზადება.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს, ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210817/baidenis-avRanuri-samxedro-operacia-gamokiTxvis-Sedegebi-252601936.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598112_118:0:3374:2047_1920x0_80_0_0_4921eaf1d116645817081a859b511165.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ბაიდენი ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს
10:13 17.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ამ დროისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უახლოეს საათებში შეიყვანს ავღანეთში დამატებით სამხედრო კონტინგენტს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილების თანახმად, ავღანეთიდან ლტოლვილთა დასახმარებლად 500 მლნ დოლარი გამოიყოფა, იუწყება თეთრი სახლი.
როგორც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ნათქვამი, გამოყოფილი თანხა ლტოლვილების, კონფლიქტის მსხვერპლთა და სხვა პირების გადაუდებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოხმარდება, რომლებსაც ავღანეთში არსებული სიტუაცია საფრთხეს უქმნის.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე სამი სამხედრო ბაზა (ვირჯინიის, ტეხასისა და ვისკონსინის შტატები) 22 ათასი ევაკუირებული ავღანელის მისაღებად ემზადება.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს, ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.