ავღანელებმა „თალიბანის“ წინააღმდეგ ირანში საპროტესტო აქცია გამართეს – ვიდეო

გამოწერა
მომიტინგეები თეირანში გაეროს შენობასთან შეიკრიბნენ და თალიბების მიერ ავღანეთის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის დამყარება გააპროტესტეს.
დემონსტრანტებს, რომელთა შორის ბევრი ქალი იყო, ეჭირათ პლაკატები, რომლებითაც ავღანეთის მოქალაქეების მკვლელობების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი ასევე მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას პაკისტანისთვის, რომელსაც პროტესტანტები დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0