რას ნიშნავს სამართლიანობა სიბრძნის გარეშე და რას - სიბრძნე სამართლიანობის გარეშე, რას წარმოშობს უდიდესი თავისუფლება, რითი უნდა შეფასდეს სიყვარული...
„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ მარკუს ტულიუს ციცერონის მოსაზრებებს.
მარკუს ტულიუს ციცერონი (Marcus Tullius Cicero) - დიდი რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი, მწერალი, პოეტი, მოაზროვნე, მხედართმთავარი, სახელგანთქმული ორატორი, კონსული. ცხოვრობდა და მოღვაწეობა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პირველ საუკუნეში (106-43).
ყველა ადამიანს ახასიათებს შეცდომა, მაგრამ სულელის გარდა არავის ახასიათებს სიჯიუტე თავის შეცდომაში.
რაც უფრო პატიოსანია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ეპარება ეჭვი სხვების უპატიოსნობაში.
ღიმილი არაფერი ღირს, მაგრამ რამდენ რამეს გვაძლევს? ის ბედნიერებას იზიდავს სახლში და ზრდის მეგობრების რაოდენობას.
ის, ვინც ბევრს იტყუება, ცდილობს, სხვების თვალში პატიოსანი ჩანდეს.
მეგობრობას მხოლოდ ღირსეული ადამიანების გაერთიანება შეუძლია.
როცა არაფერი აქვთ აწმყოში სატრაბახო, წარსული საქმეებით ტრაბახობენ.
უბედნიერესია ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
სიტყვები კი არ უნდა დაითვალო, არამედ – აწონო.
პოეტებად იბადებიან, ორატორები – ხდებიან.
მომავლის განჭვრეტა უნდა ეყრდნობოდეს არა წინასწარმეტყველებასა და მარჩიელობას, არამედ სიბრძნეს.
თავის თავში შეყვარებულს მეტოქე არ ჰყავს.
კეთილთან და ბოროტთან ერთნაირად არ უნდა მოიქცე.
სამართლიანობის არსი ისაა, რომ ყველას თავისი მიეგოს.
ვინც იტანჯა, ის არ დაივიწყებს.
თუ ტკივილი მტანჯველია, ის ხანმოკლეა, თუ ხანგრძლივია – მტანჯველი არაა.
გონების დაავადებები უფრო დამღუპველია და უფრო ხშირადაც გვხვდება, ვიდრე სხეულისა.
სამართლიანობის სულ ორი პრინციპი არსებობს: არავის ავნო და საზოგადოებას სარგებელი მოუტანო.
სახლი უწიგნოდ იგივეა, რაც სხეული უსულოდ.
სისულელეა, სიმწრისგან თმა დაიგლიჯო, თითქოს თავის სიმელოტე ვარამს წამლობდეს.
იქ, სადაც ფაქტები მოწმობს, რა საჭიროა სიტყვები?
ვინც შენს მოვალედ მიიჩნევს თავს, ის ვერანაირად ვერ იქნება შენი მეგობარი.
სიყვარული ახალგაზრდასავით ვნებით კი არ უნდა გაიზომოს, არამედ ერთგულებითა და სიმტკიცით.
შიშში უფრო მეტი ბოროტებაა, ვიდრე იმაში, რისიც გეშინიათ.
უდიდესი თავისუფლება წარმოშობს ტირანიასა და ზეუსამართლო და უმძიმეს მონობას.
არ იყო ხარბი – უკვე სიმდიდრეა, არ იყო მფლანგველი – შემოსავალი.
რაც თავად არ უწყიან, იმას სხვებს ასწავლიან.
თანასწორი თანასწორს ძალზე იოლად ეთვისება.
ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ დაუჯეროს თავის თავს და დაემორჩილოს საკუთარ გადაწყვეტილებებს
ორატორის უდიდესი ღირსებაა თქვას ის, რაც საჭიროა და ასევე არ თქვას ის, რაც არ არის საჭირო.
ორატორის უდიდესი ღირსებაა თქვას ის, რაც საჭიროა და ასევე არ თქვას ის, რაც არ არის საჭირო.
ჭეშმარიტება ეჭვებით იწყება.
თითოეული ადამიანი თავისი შინაგანი სამყაროს ანარეკლია – როგორც ფიქრობს, ისეთივეა ის ცხოვრებაში.
ცხოვრებას არა სიბრძნე, არამედ ბედი განაგებს.
პატრონი კი არ უნდა შეაფასო სახლით, არამედ სახლი უნდა შეაფასო პატრონით.
ადამიანის ყველაზე მთავარი მშვენება სუფთა სინდისია.
ყველაზე დიდი ბოროტება სამოქალაქო ომში გამარჯვებაა.
უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა.
ვინც იმდენად ყრუა, რომ სიმართლის გაგონება მეგობრისგანაც კი არ უნდა, ის უიმედოა.
სიბრძნე საკმარისი არაა, მისი გამოყენებაც უნდა შეგეძლოს.
სამართლიანობა სიბრძნის გარეშე ბევრს ნიშნავსმ სიბრძნე სამართლიანობის გარეშე – არაფერს.
ბედნიერება ღმერთს უნდა შესთხოვო, სიბრძნე – თვითონ მოიპოვო.
არ შეიძლება გიყვარდეს არც ის, ვისიც გეშინია, არც ის, ვისაც შენი ეშინია.
იმდენი უნდა ჭამო და დალიო, რომ ძალები აღიდგინო და არა დათრგუნო.
არაფერი ისე არ ეწინააღმდეგება გონებასა და წესრიგს, როგორც შემთხვევითობა.
არ ვიკამათებ, რომ ღმერთები არსებობენ. მაგრამ ვიკამათებ ამის მტკიცებულებებზე.
ყველა ხელოვნება ჭეშმარიტების კვლევისგან შედგება.