„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ებრაულ სიბრძნეს.
- ღმერთმა ადამიანს იმიტომ მისცა ორი ყური და ერთი პირი, რომ ბევრი მოისმინოს და ცოტა ილაპარაკოს
- ყველა განიცდის ფულის არქონას, ტვინის არქონას — არავინ
- ადამიანი რომ ბერდება, უფრო ცუდად, მაგრამ უფრო მეტს ხედავს
- ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა — სიბრძნის
- თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია
- ადამი პირველი იღბლიანია, რადგან სიდედრი არ ჰყავდა
- უფალმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თვითონ უშველე თავს
- შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო
„ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..." – სალვადორ დალის უკვდავი ფრაზები
- ნუ იქნები ტკბილი — შეგჭამენ; ნუ იქნები მწარე — გადმოგაფურთხებენ
- გეშინოდეს თხისა — წინიდან, ცხენის — უკნიდან, სულელის — ყველა მხრიდან
- ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს
- თუ არ გინდა კისერზე დაგასხდნენ, თავს ძალიან დაბლა ნუ დახრი
- ყრუმ გაიგონა, როგორ მოყვა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, როგორ მირბოდა ძალიან სწრაფად კოჭლი
- კარგად დუმილი უფრო ძნელია, ვიდრე კარგად საუბარი
- სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია
- რა ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ
- გამოცდილება — ესაა სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს უწოდებენ
- ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შეგაგდებს, ცუდი ცოლი — სახლიდან გამოგაგდებს
ბრბოს ნუ გაჰყვები – ის შეიძლება სამგლოვიარო პროცესია აღმოჩნდეს
- მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალებმა რომ უფრო ცოტა ილაპარაკონ
- შორიდან ყველა ადამიანი კარგია