როგორი იყო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება 2020 წელს

საპროტესტო აქციები, ბოიკოტები, დაძაბული არჩევნები და განხეთქილებები პარტიებში – ეს ყველაფერი 2020 წელს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა
Sputnik

კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს საქართველოში პოლიტიკური გრადუსი ვერ დაწია და 2021 წელშიც ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის რეჟიმით შეაბიჯებს

2020 წელს არჩეულ მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მუშაობს, დანარჩენები ან ბოიკოტს უცხადებენ სხდომებს, ან მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებების დაკმაყოფილებას ელოდებიან. და მხოლოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა შეუშალა ხელი ოპოზიციას, რომ საახალწლო დღესასწაულები მასობრივ საპროტესტო აქციებად არ ექცია.

პოლიტიკური კრიზისი: დასაწყისი

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უკვე დიდი ხანი მწიფდებოდა. მისი პირველი ტალღა 2019 წელს აგორდა, როდესაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო შესწორებები კონსტიტუციაში და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მაშინ პრობლემის გადასაჭრელად დიპკორპუსის წარმომადგენლები პირველად ჩაერთნენ საკითხის მოგვარებაში.

თბილისის სასამართლომ უგულავას და მელიას საქმეების განხილვა გადადო

სიტუაცია დაამძიმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავას მიმართ ყველასთვის მოულოდნელმა განაჩენმა, რის გამოც ის იძულებული იყო, ციხეში წასულიყო. მაშინ გისოსებს მიღმა იმყოფებოდა ასევე ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

უგულავას დაპატიმრებამ კიდევ უფრო შეკრა უკვე გაერთიანებული ოპოზიცია და მის მოთხოვნას პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ კიდევ ერთი დაემატა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მარტშო ოპოზიციამ მოახერხა ხელისუფლებასთან შეთანხმება და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარების რიცხვის შემცირებაზე ისე, რომ არჩევნები მთლიანად პროპორციულ სისტემაზე არ გადავიდოდა. ახალი ნორმის მიღების პროცესის დასაჩქარებლად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი, და შესწორებები კონსტიტუციაში მიიღეს.

რთული 2020 წელი საქართველოსთვის: წლის მთავარი მოვლენები სამ წუთში - ვიდეო>>

ქვეყანაში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

რთული არჩევნები

პარლამენტში 150 ადგილზე პრეტენდენტების რიცხვმა ყველა რეკორდი მოხსნა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია, პანდემიის გამო, მშვიდად წარიმართა. კონფლიქტები დაპირისპირებულ მხარეებს შორის იყო, მაგრამ უფრო ლოკალური ხასიათის. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ეს მხოლოდ ქარიშხლის წინ დამდგარი სიწყნარე იყო, და ქარიშხალმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იფეთქა.

„ქართული ოცნება" პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს იწვევს, მაგრამ ყველას არა>>

პოლიტიკური კრიზისი

არჩევნების შედეგი ამგვარი აღმოჩნდა: მმართველმა პარტიამ მოსახლეობის ხმების ნახევარიც ვერ მიიღო, მაგრამ მაინც, დეპუტატების დამაჯერებელი რაოდენობით, ხელისუფლებაში დარჩა მესამე ვადით.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა კი, რომლებიც პარლამენტში გავიდნენ, არჩევნების შედეგები არ აღიარა. ასევე არ აღიარეს შედეგები იმ პარტიებმაც, რომლებიც პარლამენტს მიღმა დარჩნენ.

მოლაპარაკებები, პროტესტები და აკრძალვები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციამ მოახერხა მომხრეების მობილიზება და თბილისის ცენტრალური გამზირი ათასობით ადამიანმა შეავსო. ერთ–ერთი აქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან წყლის ჭავლით დაშლით დასრულდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ოპოზიციის თითქმის ყოველი აქცია რამდენიმე აქტივისტის დაკავებით სრულდებოდა. გარდა ამისა, ოპოზიციამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ყველა თავისი კანდიდატი მოხსნა და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა.

პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად ვითარებაში კვლავ ჩაერთვნენ დიპლომატები. მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს მმართველი პარტია და ოპოზიციის წარმომადგენლები. თუმცა, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ახალი სკანდალი ქართულ ოპოზიციაში – „ლელოს“ ლიდერმა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა>>

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ყველა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, ოპოზიციას ის დღემდე არ უღიარებია და კვლავ უარს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე.

ქართული პოლიტიკის ახალი სახე

გასულმა 2020 წელმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში. ძველმა პარტიებმა უკანა პლანზე გადანაცვლება დაიწყეს და ან იმიჯის, ან ლიდერის შეცვლას შეეცადნენ.

ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს>>

მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ახალი თავმჯდომარე – ნიკა მელია ჰყავს, რომელიც პარტიის ყრილობაზე კი არ აირჩიეს, არამედ Facebook–ში კენჭისყრით. ძველი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკიდან წავიდა.

ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის

პოლიტიკურ ფონზე მტკიცედ გამოჩნდა ბანკირი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და ამასთან პარლამენტში გაიყვანა თავისი პარტია და გაუსწრო „პატრიოტთა ალიანსს“.

პოლიტიკურ სარბიელზე თავისი ადგილი დაიკვიდრა ასევე გიორგი ვაშაძემაც, რომელიც რამდენიმე წელი „ნაცმოძრაობის“ ჩრდილქვეშ იმყოფებოდა. ახლა მისი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო პარტიაა, და ამას მან დამოუკიდებლად მიაღწია.

ყველა გააკვირვა აქტივისტმა და ამჟამად პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მან დამოუკიდებლად შეძლო არჩევნების მეორე ტურში გასვლა და თავისი პარტიის პარლამენტში გაყვანა.

წელს არ ჩაუვლია განხეთქილებების გარეშეც. ლიდერების უთანხმოებების გამო ერთბაშად ორი ორიგინალური პარტია „გირჩი“ წარმოიქმნა – „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ და „მეტი თავისუფლება“, ხოლო „ევროპული საქართველო“ მისმა ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დატოვა.

ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერქმევა>>

ცვლილებები იყო მმართველ „ოცნებაშიც“, რომელმაც არჩევნებისთვის მნიშვნელოვნად „გააახალგაზრდავა“ თავისი შემადგენლობა.

ამასთან, სანამ პარტიების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ძალას იკრებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად ყველა პოლიტიკური მოვლენისა და საპროტესტო აქციის მთავარი მონაწილე გახდნენ.