ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარტია „მოქალაქეებს“ ორი მანდატი ერგო და ამით პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მოხვდნენ

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი  ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების გარეშე შევიდეს.

ახალი პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 11 დეკემბერს შეუდგა, თუმცა იგი ამ დრომდე ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს – ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბდა.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი ქართულ ოპოზიციაში – „ლელოს“ ლიდერმა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ „მოქალაქეებს“, „გირჩის“ სამ და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ წევრს არ მიუმართავს. ისინი ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ მანდატებზე უარის თქმას.

როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, შესაძლოა,  მხოლოდ ის და ლევან იოსელიანი  შევიდნენ ოპოზიციის რიგებიდან პარლამენტში.

„შესვლა-არშესვლაზე კი არაა, ფასს გააჩნია, რა ფასად შევალთ ჩვენ იქ. ამაზეა ლაპარაკი. ყველას ჰგონია, რომ არიქა, ისე გვეხარბება მე და ლევან იოსელიანს ის მანდატები, ერთი სული გვაქვს, შევცვივდეთ პარლამენტში. იქ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების, რომელიც ფასილიტატორ ელჩებთან ერთად უნდა იქნას განხილული, უმნიშვნელოვანესი საკითხია საარჩევნო წესებისა და კანონების სამართლიანად შეცვლა.

ცესკოს მონაცემებით, პარტია „მოქალაქეებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 1.33% მიიღო და ორი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0