„ქართული ოცნება" პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს იწვევს, მაგრამ ყველას არა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და მასში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევა.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში. თუმცა, რაც შეიძლება მეტში არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საერთოდ არ შევა პარლამენტში.

„უმჯობესი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, მაგრამ სხვებთან მიმართებით სურვილი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე იმედოვნებს, რომ არა ერთი და ორი, არამედ უფრო მეტი პოლიტიკური პარტია შეუერთდება პარლამენტს.

„რადიკალურ ოპოზიციას მანევრირებისთვის არავითარი სივრცე არ აქვს. მათ საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს, რომ არჩევანი რჩებათ ცუდსა და უარესს შორის. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მაღლა აწიეს თამასა და მათთვის უარესია – არშემოსვლა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან მცირე სივრცე აქვთ მანევრირებისთვის, „ქართულ ოცნებას“ კი ფართო სივრცე აქვს და ამას მაქსიმალურად პრაგმატულად გამოვიყენებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ოპოზიციას ორი ვარიანტი აქვს – ცუდი და ძალიან ცუდი

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე. 

თვეზე მეტია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის განმავლობაში დიპლომატები ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღემდე ცარიელია.

ყველა ახალი ამბავი
0