თბილისის სასამართლომ უგულავას და მელიას საქმეების განხილვა გადადო

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები გადადებულ საქმეებს შორის აღმოჩნდა

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო იძულებულია გადადოს 100-მდე საქმის განხილვა საქმეების განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით შექმნილი ტექნიკური საკითხების გამო, ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.

სასამართლოების მუშაობის რეჟიმი იცვლება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები >>

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოებს რეკომენდაციებით მიმართა და მოუწოდა, გადაიდოს არასასწრაფო საქმეების განხილვა და საქმეების განხილვა დისტანციურად წარიმართოს.

„ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს... ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე, არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სულ ასამდე საქმის გადადება მოხდა, რათა სისტემის გადატვირთვა არ მომხდარიყო.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

გადადებულ საქმეებს შორის იყო ქართველი ოპოზიციონერების - გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები. სასამართლომ ასევე გადადო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა.

ოთხივე საქმის განხილვა 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოდში ამ საქმეების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა საარჩევნო კამპანიის დროს დაძაბულობა არ შექმნილიყო. მორიგი სხდომები 7-15 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0