კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 200 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. დავით–გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან – თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ექსპერტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა, მაგრამ ძალაში დატოვა. 

აქცია საგარეო უწყებასთან - Sputnik საქართველო
სასამართლო მოსმენა დავით–გარეჯის საქმეზე აქციის ფონზე მიმდინარეობს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, არსებულ სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. 

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი - Sputnik საქართველო
„აჟიოტაჟი პროცესს ვნებს": მელაშვილი საქართველო–აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე

სასამართლოს სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები იყვნენ შეკრებილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0