სასამართლო მოსმენა დავით–გარეჯის საქმეზე აქციის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERაქცია საგარეო უწყებასთან
აქცია საგარეო უწყებასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებიც მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპერტების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ზომის შეცვლასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას განიხილავს. ექსპერტები აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის შესაძლო გადაცემის საქმეზე დააკავეს.

უფრო ადრე სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - Sputnik საქართველო
დავით–გარეჯის საქმე: საქართველოს საგარეო უწყებასთან აქცია გაიმართა

სასამართლოს სხდომა ორშაბათს ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები არიან შეკრებილი. ისინი მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციური მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები უსტვენდნენ საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძეს და უყვიროდნენ „მონა“.

ამასთან, დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს 200 ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან და სასამართლოს აღკვეთის ზომის შეცვლას სთხოვენ.

ამას გარდა, მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ალტერნატიული ანგარიში აქვს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, არსებულ სინამდვილეს არ შეესაბამება.

დავით გაეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
ისინი სინდისის პატიმრები არიან: კარტოგრაფების საქმეზე არასამთავრობოებმა პეტიცია გაავრცელეს

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0