15:14 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14701

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე დაინიშნა. ამასთან ახალი პარტიის ლოგო და დროშა პარტია „გირჩის“ ანალოგი იქნება.

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლება“ დაერქმევა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ გახდა ცნობილი.

ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს 15:00 საათზე გაიმართა და მასზე ფორმალური პროცედურები გაიარეს.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიაში თანამდებობები უკვე გადაინაწილეს, დღეს ოფიციალურად გაფორმდა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, სარევიზიო კომისია და თავად პარტიის თავმჯდომარე - ზურაბ ჯაფარიძე. ეს საჭოროა იმისათვის, რათა განაცხადი რეესტრში შეიტანონ.

„დღეს ფორმალური ნაწილი გვაქვს გასავლელი, რათა რეგისტრაცია გავიაროთ. რეგისტრაცია კი გვჭირდება, რომ გვქონდეს ფურცელი, რომლის საშუალებითაც შემდეგ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ „გირჩი მეტი თავისუფლება“ იქნება უფრო გახსნილი და ხალხისთვის ღია პლატფორმა.

„მაქვს საკუთარი გეგმა და მე მინდ გირჩი იქცეს ღია პლატფორმად ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდებმა შეხედონ „გირჩს“ როგორც რესურსს, რომელსაც გამოიყენებენ პოლიტიკაში საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასე წარმომიდგენია მე და ამას ვთავაზობ „ახალი გირჩის“ წევრებსაც. ახალ პარტიაში ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან, ამასთან იქნებიან გირჩის ამომრჩევლებისთვის ცნობადი სახეებიც. ბევრნი არიან ვინც აქამდე „გირჩში“ ვერ ხედავდა შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია ეცადა. ისინი ახლა მოდიან იდეებით და ინიციატივებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის ატრიბუტიკა, ლოგო და დროშა ძველი „გირჩის“ ანალოგი იქნება, თუმცა განსხვავებული იქნება საარჩევნო ნომერი.ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელები ლოგოსა და დროშაზე პრეტენზიას არ გამოთქვამენ.

„ლოგოზე და დროშაზე მათ პრეტენზია ვერ ექნებათ, რადგან არც ისინი და არც მე არ ვაღიარებთ საავტორო უფლებებს და ეგეთ რაღაცებს. შესაბამისად, ასეთებზე ერთმანეთს არავინ ვუჩივით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტში პროპორციული არჩევნების შედეგად პარტია „გირჩის“ პარტიული სიიდან მოხვდა. მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა, ჯაფარიძე 2020 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ მან სადეპუტატო მანდატზე ოფიციალურად უარი განაცხადა.

მან ასევე უარი თქვა საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რადგან მიიჩნევს რომ „პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას საკუთარი მხარდამჭერებისგან უნდა იღებდნენ“.

პარტია „გირჩი“ ორ ნაწილად დეკემბრის დასაწყისში გაიყო. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და ის არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას.

ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატზე უარი ოფიციალურად განაცხადა >>

პარტიაში განხეთქილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მოჰყვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენლის მიერ შექმნილმა „გირჩმა“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა, ელექტორატს თავი დაამახსოვრა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის ბრძოლით, ტაქსის ალტერნატიული „შმაქსის“ ამოქმედებით და ახალი „ეკლესიის“ დაფუძნებით, რათა ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.

მთავარი თემები