12:59 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (125)
116 0 0

ახალ პარლამენტში „გირჩს“ 4 მანდატი აქვს, თუმცა ჯერჯერობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მხოლოდ პარტიის დამფუძნებელმა მიმართა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადებით მიმართა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ახალ პარლამენტში „გირჩს“ 4 მანდატი აქვს, თუმცა ჯერჯერობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება მხოლოდ ჯაფარიძემ დაწერა.

პარტია „გირჩი“ ახლახან ორ ნაწილად გაიყო. დეკემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და ის არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. თუმცაღა თავად პარტიაში დარჩენას აპირებს.

„გირჩი“ გაიყო, ის ადამიანები ცალკე არიან, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა. მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე და მათი დამოკიდებულებაა, რომ თუ პატარა შანსი მაინც არსებობს, რომ პარლამენტში შევიდეს 113 დეპუტატი, მათ ამ შანსზე უარის თქმა არ უნდათ და პარლამენტში შევლენ. შეიძლება ასეთი შანსი ბევრი თვის განმავლობაში არსებობდეს, კი არადა, უსასრულოდ. ამიტომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე, დამეწერა განცხადება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.

ამ დროისათვის პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტიიდან სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა ხუთმა პარტიამ. ესენი არიან ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი) „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი) და ლეიბორისტული პარტია (1 მანდატი).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენლის მიერ შექმნილმა „გირჩმა“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა, ელექტორატს თავი დაამახსოვრა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის ბრძოლით, ტაქსის ალტერნატიული „შმაქსის“ ამოქმედებით და ახალი „ეკლესიის“ დაფუძნებით, რათა ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (125)

მთავარი თემები