ჯაფარიძე: პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას საკუთარი მხარდამჭერებისგან უნდა იღებდნენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების წესის საკუთარი ვარიანტის შესახებ საუბრობს.
ჯაფარიძე: პოლიტიკური პარტიები საკუთარი მხარდამჭერებიდან უნდა იღებდნენ დაფინანსებას
„პოლიტიკური პარტიბის დაფინანსების წესი, ჩემი აზრით, ფუნდამენტურად არასწორი და გასაუქმებელია. პარტიები საკუთარი მხარდამჭერებისგან უნდა იღებდნენ დაფინანსებას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური მოთამაშეების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და პარტიები მართლა პარტიებს დაემსგავსონ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს პარლამენტში პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა იყო. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

ყველა ახალი ამბავი
0