იმიტომ ბერდები, რომ აღარ გიყვარს

ქალის დანახული ქვეტექსტები, იოლად მოპოვებული ბედნიერება და ბედნიერებით განკურნებული სენი...
Sputnik

„სიბრძნის სიმფონია“ გთავაზობთ გაბრიელ გარსია მარკესის გამონათქვამებს.

გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (Gabriel José de la Concordia García Márquez; 1927–2014) — ლათინურ ამერიკაში ცნობილი, როგორც „გაბო“ – კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი. ნეიშტადტის ლიტერატურული პრემიისა და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ლიტერატურული მიმდინარეობა „მაგიური რეალიზმის“ წარმომადგენელი. მისი ცნობილი ნაწარმოებებია „მარტოობის ასი წელიწადი“, „პატრიარქის შემოდგომა“, „სიყვარული ჟამიანობის დროს“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და სხვა.

ბედნიერება საკმარისი არაა, კმაყოფილიც უნდა იყო...

•იცოდე დააფასო ის, ვინც უშენოდ ვერ ძლებს, და ნუ გაეკიდები მას, ვინც უშენოდაც ბედნიერია.

•არავინ იმსახურებს შენს ცრემლს, ხოლო ვინც იმსახურებს, ის არასდროს გაიძულებს ტირილს.

•თუ გიყვარს – გაუშვი. თუ შენია – დაბრუნდება.

•საჭირო არაა ამდენი ძალისხმევა. ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

•როგორ ცდებიან ადამიანები, როცა ფიქრობენ, რომ სიბერეში აღარ უყვართ. პირიქით, იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.

•მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა, არ  ნიშნავს, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ.

•შეიძლება, ამ სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის შენ მთელი სამყარო ხარ.

•გახდი უკეთესი და თვითონ გაიგე, ვინ ხარ, სანამ შეხვდები ადამიანს და იმედი გექნება, რომ ის გაგიგებს. 

ქალის ანარეკლი მამაკაცის თვალებში

•თუ ერთ დღეს არავის მოსმენა არ მოგინდება, დამირეკე. პირობას ვდებ, ჩუმად ვიქნები.

•ყველაზე უარესია მონატრება, როცა მის გვერდით ხარ და იცი, რომ შენი არასდროს იქნება.

•შეცდომა ადამიანური თვისებაა, ხოლო საკუთარი დანაშაულის სხვისთვის დაბრალება – ორმაგად ადამიანური.

•გიყვარდეს ისე, თითქოს არ უღალატიათ

იმუშავე ისე, თითქოს ფული არ გჭირდება

იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს

იმღერე ისე, თითქოს არავინ გისმენს

იცხოვრე ისე, თითქოს სამოთხეში ცხოვრობ.

ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია

•მშვიდი სიბერის საიდუმლო ისაა, რომ მარტოობას ღირსეულად გაურიგდე.

•თუ რამეში ქალია ჩართული, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულებით ნათელია, რომ სამყაროს ქალები მართავენ.

•ქალები ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ ქვეტექტს, ვიდრე თავად კითხვას.

•სიყვარული ისე, როგორც სხვა არაფერი, ბუნებრივი ნიჭია. ან დაბადებიდან იცი, ან ვერადროს შეძლებ.

•მთავარი საზოგადოების ცხოვრებაში შიშთან გამკლავებაა, მთავარი მეუღლეთა ცხოვრებაში – მოწყენილობასთან გამკლავება.

•იოლად მოპოვებული ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდება.

•მე არ ვარ მდიდარი. ღარიბი ვარ ფულით, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის.

•ცხოვრებაზე ბრძნულს ვერაფერს მოიფიქრებ.

იდეალისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იცხოვროთ!

•ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანის მიმართ სიყვარულის უდიდესი გამოვლინება მისი ცხოვრებიდან გაქრობაა.

•მთელ სამყაროს უნდა მთებში ცხოვრება, მაგრამ არ ესმის, რომ ნამდვილი ბედნიერება მთაში ასვლაა.

•მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხარ, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეიგრძნობ ამ წლებს.

•ცოდნა და სიბრძნე მაშინ მოდის, როცა აღარ გვჭირდება.

•თუ ნამდვილ სიყვარულს შეხვდები, ის არსად გაქრება – არც ერთი კვირის, არც ერთი თვისა და არც წელიწადის მერე.

•სულის სიყვარული – ქამრიდან და ზევით. სხეულის სიყვარული – ქამრიდან და ქვევით…

•არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია განკურნოს ის, რისი განკურნებაც ბედნიერებას შეუძლია.

მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...

•თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვლოს სწორედ თავისი და არა სხვისი ცხოვრება. უდიდესი ტრაგედიაა, რომ უკვე მოწიფულ ასაკში უკან მიიხედო და გააცნობიერო: რაც წარსულში იყო, შენი არაა, სხვისია, გაუგებარია, არასაჭირო; წინ კი მხოლოდ გაურკვევლობა და… ტოტალური მარტოობა… ჩაკეტილი წრე…

•დრო წინ არ მიდის, არამედ წრეზე მოძრაობს.

•ღმერთის არ მწამს, მაგრამ მისი მეშინია.

•თითოეულ ადამიანს თავისი სიყვარულის ენა აქვს.

•ადამიანები ატარებენ ერთსა და იმავე სახელს და სხვადასხვა, თითქმის კარნავალურ ნიღბებს. როგორ გავარჩიოთ გმირი მოღალატისგან, ხოლო მეძავი წმინდანისგან?