თბილისის აეროპორტში მზის პანელები ამუშავდა

© photo: TAV Georgia / FBმზის პანელები თბილისის აეროპორტში
მზის პანელები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზის ბატარეების წყალობით აეროპორტის ტერმინალი ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ტერმინალს ელექტროენერგიით ექვსი პატარა და 11 დიდი მზის პანელი უზრუნველყოფს. მზის პანელების დამონტაჟების სამუშაოები ამა წლის მარტის ბოლოს დაიწყო.

მზის გვირილა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია, მიზნად ისახავს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში. ის იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 22 წლის ვადით TAV Urban Georgia-ს მმართველობაში გადავიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში, რომლის ფართობიც 25 ათასი კვადრატული მეტრია, 71,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

გლდანი - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დააყენებენ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მხრივ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. კერძოდ, საქართველოში ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგური „ქართლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება.

რაც შეეხება მზის პანელებს, გათბობისთვის მზის სისტემები პირველად საქართველოში თუშეთში 2010 წელს გამოიყენეს. ფერმერებს ჰელიოსისტემები ჩეხურმა სააგენტომ გადასცა.


ყველა ახალი ამბავი
0