საქართველოში პირველი ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

გამოწერა
ქუთაისის სკვერში მალე გაჩნდება WI-FI და ელექტრონული ბიბლიოთეკა, ახლა კი იქ შესაძლებელია მობილური ტელეფონების დამუხტვა მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც მზის ბატარეებითაა აღჭურვილი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქუთაისის ისტორიულ რაიონში პირველი ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა, სადაც დამონტაჟებულია „მზის გვირილის“ კონსტრუქცია, რომელიც კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დამუხტვის საშუალებას იძლევა.

"მზის გვირილა" თანამედროვე ტექნოლოგიებით და მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქციაა, მასთან თავმოყრილია USB დასამუხტი წერტილები.

ქვესადგური - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ ისწრაფვის

აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მზის ბატარეების მეშვეობით იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება.

„ეს შესაძლებლობას იძლევა, დაინერგოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოში  ცხოვრების წესები“, — აღნიშნულია ქუთაისის რაიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ-ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.

ახალი სკვერი დაათვალიერეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0