საქართველო ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ ისწრაფვის

© telasi.geქვესადგური
ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიისწრაფვის.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო მზადაა, იმუშაოს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ევროკომისიის ფართომასშტაბური ინიციატივის „მერების შეთანხმება“ ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით მთლიანობაში და ამის შემადგენელია, უპირველეს ყოვლისა, ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. კონკრეტულად ეს თემა არის უმთავრესი ქვაკუთხედი ჩვენი არა მარტო ლოკალური განვითარებისთვის და წინსვლისთვის, არამედ რეგიონული როლის და ფუნქციის სერიოზული განახლების, რებრედინგის საკითხშიც”, — განაცხადა კალაძემ.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისში ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღებს ააშენებენ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება — გახდეს ორგანიზაცია „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო-დირექტივებში ასახული საკითხები სავალდებულო გახდება ქვეყნისათის, მათ შორის ენერგოეფექტურობის კუთხით და ჩვენ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ, აღნიშნა მინისტრმა.

ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვაზე.

ევროკომისიის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას ენერგოეფექტურობის ზრდაზე და თავის ტერიტორიებზე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.

ენერგოეფექტური ნათურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო
 

მხარები, რომლებმაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მიზნად ისახავენ 2020 წლისთვის 20 პროცენტით შეამცირონ ნახშიროჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში და ამით „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

საქართველო პროექტს 2010 წელს შეუერთდა, ხოლო 2014 წლიდან ენერგეტიკის სამინისტრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად „მერების შეთანხმების“ ეროვნული კოორდინატორია.

ამჟამად პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს ქალაქების 5 460 მუნიციპალიტეტი, მათ შორის საქართველოს შვიდი ქალაქია — თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და ბათუმი.

ყველა ახალი ამბავი
0