თბილისში ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღებს ააშენებენ

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ბაღების რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ ახალი ბაღების მშენებლობა დაჩქარდება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. თბილისში 2017 წელს 13 ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ამჟამად თბილისში 161 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის.

თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა სასამართლოს მიმართეს

„საბავშვო ბაღების აშენების მხრივ ჩვენი ინტენსიური ტემპი არ შენელდება, პირიქით, 2017 წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, — აღნიშნა ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და, რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები. ეს ნიშნავს, რომ შენობებს ააგებენ მაქსიმალური თბოიზოლაციით, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯვა ოპტიმალური იქნება.

მანამდე მერიაში განაცხადეს, რომ წელს ათი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0