თბილისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა სასამართლოს მიმართეს

© FB/ Tbilisi City Court Officialთბილისის სასამართლო
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღების დირექტორების აზრით, აუდიტის დასკვნა აბსურდულია და ისინი ამას სამართლებრივი გზით დაამტკიცებენ.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აუდიტორული შემოწმების შედეგად დედაქალაქის გათავისუფლებულმა დირექტორებმა თანამდებობაზე მათი აღდგენის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.

მარტის ბოლოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში ინსპექციის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაგა-ბაღის რვა დირექტორი გაათავისუფლა, რის შემდეგაც იქ საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისის მერიამ გათავისუფლებულ დირექტორებს პრობლემის გადაჭრა სასამართლოს გზით შესთავაზა.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
თბილისის მერი საბავშვო ბაღების გაფიცულ დირექტორებს ურჩევს, სასამართლოს მიმართონ

„ჩვენ არ ვიცნობდით აუდიტის დასკვნას, არ მიგვიღია არანაირი გაფრთხილება ან წინასწარი საყვედური. აუდიტის სამსახურის დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე ჩანს, რომ ეს აბსურდული დოკუმენტია და ჩვენ ამას სამრთლებრივი გზით აუცილებლად დავამტკიცებთ“, — განაცხადა N6 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა თამარ ბაქრაძემ.

აუდიტის სამსახურმა დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. შემოწმდა მოთხოვნილი დაფინასების, ხარჯების მიღებისა და განხორციელების მიზანშეწონილობა. თბილისში სულ 161 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

გამოვლენილ დარღვევათა შორის არის კვების პროდუქტებზე თანხების ჩამოწერა, ასევე არამიზნობრივი ხარჯები.

სულ დედაქალაქის საბავშვო ბაღების რვა დირექტორი გაათავისუფლეს, რის გამოც ზოგიერთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

ყველა ახალი ამბავი
0