თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დააყენებენ

© photo: Sputnik / Nazi Zhorzholianiგლდანი
გლდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ, აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, სადაც მზიანი დღეები ჭარბობს, დიდი ზომის მზის პანელები (ბატარეები) ბინების ენერგომომარაგებისთვის ფართოდ გამოიყენება. 


ყველა ახალი ამბავი
0