არეულობა ბათუმში მატჩის დროს: უეფა საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ-ბინა
უეფას შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
პოლიციასთან შეტაკებების დროს სულ 16 ადამიანი დააკავეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) ევროპა ლიგის შეხვედრაზე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს, ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ევროპა ლიგის მატჩზე თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები აგრესიულები გახდნენ.
როგორც უეფას განცხადებაშია ნათქვამი, უეფა-მ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც მატჩზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ.
„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უეფა აღნიშნავს, რომ „ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი ფეხბურთში არ არის“.
„უეფა-ს ტურნირები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნულ მატჩზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფა-ს წესდებით განსაზღვრულ მიზანს, რომელიც საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციასთან შეტაკებების დროს სულ 16 ადამიანი დააკავეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა. შემდეგ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.
უეფას ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
უეფას განმარტებით, თავდაპირველად მატჩი სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა მატჩის საქართველოში გადატანის შესახებ, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მიღების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0