https://sputnik-georgia.com/20261126/saqartvelo-cinettan-partniorobis-axal-sesazleblobebze-imeds-amyarebs-qvrivisvili-301928253.html
საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე იმედს ამყარებს – ქვრივიშვილი
საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე იმედს ამყარებს – ქვრივიშვილი
Sputnik საქართველო
საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობით განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში. 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T19:20+0400
2026-11-26T19:20+0400
2026-11-26T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741518_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_87d13cab5022ed2a5fda6c2e8296f368.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა ეკონომიკური ჩართულობის კიდევ უფრო გასაფართოებლად, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სტრატეგიულ სფეროებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრმა ცინგტაოში გამართულ "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, 2026 წლის ივნისში ორი ქვეყნის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. ეკონომიკური ურთიერთმოქმედებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ასევე ქმნის 2018 წლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მხარეები დადებითად აფასებენ ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას, რაც უპირველესად განახლებად ენერგიას, ენერგიის დაგროვებასა და თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. მათ შორის რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად. ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს გეგმებს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და რეგიონული კავშირების გაფართოების მიმართულებით. კერძოდ, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება", - განაცხადა მინისტრმა. "ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა "მწვანე ენერგიის დერეფნის" ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300741518_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_fa90f7de7a4ff2c1cbf23e1e48178a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ჩინეთი
საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე იმედს ამყარებს – ქვრივიშვილი
საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობით განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა ეკონომიკური ჩართულობის კიდევ უფრო გასაფართოებლად, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სტრატეგიულ სფეროებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ცინგტაოში გამართულ "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, 2026 წლის ივნისში ორი ქვეყნის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. ეკონომიკური ურთიერთმოქმედებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ასევე ქმნის 2018 წლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
"ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მხარეები დადებითად აფასებენ ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას, რაც უპირველესად განახლებად ენერგიას, ენერგიის დაგროვებასა და თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. მათ შორის რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად.
ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის.
"საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას "სარტყელისა და გზის ენერგეტიკული პარტნიორობისადმი" და მზადაა, ხელი შეუწყოს ამ პოზიტიურ დინამიკას ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით", - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს გეგმებს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და რეგიონული კავშირების გაფართოების მიმართულებით. კერძოდ, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება", - განაცხადა მინისტრმა.
"ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა "მწვანე ენერგიის დერეფნის" ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.