https://sputnik-georgia.com/20261126/rusi-xalxi-aris-cventvis-zvirfasi-xalxi-premieri-301923374.html
რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი - პრემიერი
რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი - პრემიერი
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ, კონფლიქტში უკრაინის დაფინანსება და კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ პროპაგანდაში შესაძლოა, სხვა... 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T16:35+0400
2026-11-26T16:35+0400
2026-11-26T16:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა გარკვეული პირობებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან გაიმართა 19 ნოემბერს მინსკში, სადაც ჰუმანიტარული და სავაჭრო საკითხები განიხილეს.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან დიალოგის გაგრძელების პირობები გააჟღერა.„დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან თავის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის დიალოგში „დიპ სტაიტის“ ხელწერა დაინახა, რადგან საქართველო ამას ადრეც წააწყდა.„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა კობახიძემ.მისი თქმით, რუსეთის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ, კონფლიქტში უკრაინის დაფინანსება და კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ პროპაგანდაში შესაძლოა, სხვა ფაქტორებთან ერთად, „დიპ სტეიტის“ გავლენით იყოს ნაკარნახევი.მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მსგავს პოზიციას არ იზიარებენ.„მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“- აღნიშნა პრემიერმა.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი ეშელონები გააანალიზებენ საკითხებს რომელიც გააჩნია საქართველოს რამდენიმე ჰუმანიტარული წინადადებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ, რადგან მათ შეუძლიათ ოპოზიციის პროვოცირება.ამავდროულად, პრემიერ-მინისტრი ემხრობა ჰუმანიტარული დიალოგის გამართვას მოსკოვსა და თბილისში. მისი თქმით, ქალაქები უნდა იცვლებოდეს.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზურაბაშვილი მოსკოვში არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში გაემგზავრება, რაც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ პოლიტიკურ დიალოგს გამორიცხავს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
https://sputnik-georgia.com/20261126/dialogi-rusettan-unda-gagrzeldes-zurabasvili-301917950.html
https://sputnik-georgia.com/20261126/qartul-rusuli-sexvedrebis-gagrzelebaze-setanxmeba-dris-wesrigsi-ar-dgas-boworisvili-301918970.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი - პრემიერი
რუსეთის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ, კონფლიქტში უკრაინის დაფინანსება და კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ პროპაგანდაში შესაძლოა, სხვა ფაქტორებთან ერთად, „დიპ სტეიტის“ გავლენით იყოს ნაკარნახევი, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა გარკვეული პირობებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან გაიმართა 19 ნოემბერს მინსკში, სადაც ჰუმანიტარული და სავაჭრო საკითხები განიხილეს.
„დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან დიალოგის გაგრძელების პირობები გააჟღერა.
„დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან თავის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის დიალოგში „დიპ სტაიტის“ ხელწერა დაინახა, რადგან საქართველო ამას ადრეც წააწყდა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, რუსეთის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ, კონფლიქტში უკრაინის დაფინანსება და კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ პროპაგანდაში შესაძლოა, სხვა ფაქტორებთან ერთად, „დიპ სტეიტის“ გავლენით იყოს ნაკარნახევი.
„დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მსგავს პოზიციას არ იზიარებენ.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“- აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი ეშელონები გააანალიზებენ საკითხებს რომელიც გააჩნია საქართველოს რამდენიმე ჰუმანიტარული წინადადებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ, რადგან მათ შეუძლიათ ოპოზიციის პროვოცირება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრი ემხრობა ჰუმანიტარული დიალოგის გამართვას მოსკოვსა და თბილისში. მისი თქმით, ქალაქები უნდა იცვლებოდეს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზურაბაშვილი მოსკოვში არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში გაემგზავრება, რაც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ პოლიტიკურ დიალოგს გამორიცხავს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.