https://sputnik-georgia.com/20261126/qartul-rusuli-sexvedrebis-gagrzelebaze-setanxmeba-dris-wesrigsi-ar-dgas-boworisvili-301918970.html
ქართულ-რუსული შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმება დღის წესრიგში არ დგას - ბოჭორიშვილი
ქართულ-რუსული შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმება დღის წესრიგში არ დგას - ბოჭორიშვილი
Sputnik საქართველო
თბილისში ან მოსკოვში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთავაზება ან გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა 26.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-26T14:29+0400
2026-11-26T14:29+0400
2026-11-26T14:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/1a/301916054_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_2e4974f6f835a57cafd1c32d28000881.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული დიალოგის შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან გაიმართა მინსკში, 19 ნოემბერს, სადაც ჰუმანიტარული და სავაჭრო საკითხები განიხილეს.მინისტრის განცხადებით, თბილისში ან მოსკოვში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთავაზება ან გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას.მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განმარტა, რომ გიორგი ზურაბაშვილის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, გალუზინთან დიალოგი აწარმოოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.„გია ზურაბაშვილი, არა როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული და დანიშნული, მოქმედებდა და მოქმედებს ამ რანგში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა ბოწორიშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი, დასამალი ეს ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდება, თუკი იქნება ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/1a/301916054_66:0:1487:1066_1920x0_80_0_0_04dbfae65381cbf21ec8717945fd0e14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ქართულ-რუსული შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმება დღის წესრიგში არ დგას - ბოჭორიშვილი
თბილისში ან მოსკოვში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთავაზება ან გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული დიალოგის შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან გაიმართა მინსკში, 19 ნოემბერს, სადაც ჰუმანიტარული და სავაჭრო საკითხები განიხილეს.
„შეხვედრების გაგრძელებაზე და შემდგომ ნაბიჯებზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს და, რა თქმა უნდა, თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თბილისში ან მოსკოვში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთავაზება ან გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განმარტა, რომ გიორგი ზურაბაშვილის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, გალუზინთან დიალოგი აწარმოოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.
„გია ზურაბაშვილი, არა როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული და დანიშნული, მოქმედებდა და მოქმედებს ამ რანგში. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს დავუკავშიროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა ბოწორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი, დასამალი ეს ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდება, თუკი იქნება ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.
„ასე რომ, მხოლოდ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის, თუკი სურვილია, მაშინ კონკრეტული ქმედებებიც უნდა ვნახოთ და კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამ სურვილის განხორციელებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.