რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის ხელმძღვანელთან

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის - China Energy Engineering Corporation International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ციაო სიუპინთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია უწყების მკიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის მზარდ როლს და ყურადღება გაამახვილა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნები.
"განიხილეს განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.
CEEC International Group პროექტებს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0