ქვრივიშვილი: ევროკავშირში ენერგიის მიწოდებისთვის ენერგოსიმძლავრეების გაზრდას ვგეგმავთ

© Сourtesy of Georgian Governmentმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2026
გამოწერა
თავის გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობას, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის განხორციელებასთან ერთად.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და 2036 წლისთვის 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და დაიწყოს ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დ მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე გამოსვლისას ქვრივიშვილმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ელექტროენერგიის წარმოების ზრდის, მისი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების, ასევე სექტორის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი პროექტების შესახებ.
„დღეისთვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველომ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები.
„ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან ერთად, ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით მეტი იყო. გამომუშავებულია 13,8 მლრდ კვტ/სთ - 2024 წელთან შედარებით 2,8%-ით ნაკლები.
შავი ზღვის კაბელი
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას კაბელის გაყვანის შესახებ, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მნიშვნელოვან პოტენციალს განახლებადი ენერგიის სფეროში და მის როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობას.
პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0