მშობელს პატიმარი შვილის გათავისუფლებისთვის 270 ათასი ლარი გამოართვეს: დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული , ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.
აღნიშნული საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 ათასი ლარი გამოართვეს და მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0