ბათუმში ბინის ქურდობისთვის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
მამაკაცმა ბინა გატეხა, ფული და ძვირფასეულობა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აჭარის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მოქალაქის კუთვნილ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 6 580 ევრო, 32 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0