https://sputnik-georgia.com/20261116/qalta-mimart-zaladoba-statistika-ganaxlda-301726323.html
ქალთა მიმართ ძალადობა: შსს-ის სტატისტიკა განახლდა
ქალთა მიმართ ძალადობა: შსს-ის სტატისტიკა განახლდა
Sputnik საქართველო
პირველ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორე ადგილზე - ფიზიკური, მესამეზე კი სექსუალური ძალადობა. 16.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-16T10:54+0400
2026-11-16T10:54+0400
2026-11-16T10:54+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
სტატისტიკა
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b7e36cf7592b0229a1a6137384848310.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ ქალებზე ფიზიკური ძალადობის 128 ფაქტი დააფიქსირა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.უწყების ცნობით, ფიზიკური ძალადობა ქალებზე ძალადობის სახეობებს შორის მეორე ადგილს იკავებს.პირველ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა: საანგარიშო პერიოდში 710 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა სექსუალური ძალადობა - 23 შემთხვევა. ძალადობის გავრცელებულ სახეობებს შორისაა იძულება (14 ფაქტი) და ეკონომიკური ძალადობა (5 ფაქტი).ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირებულია თბილისში, მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე - იმერეთი.მოძალადე პირების მიმართ პოლიცია შემაკავებელ ორდერებს გამოსცემს. 1-ელი იანვრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 748 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პირებს 1.346 მსხვერპლთან, რომელთაგან 25 - 18 წლამდეა, მიახლოება ან კონტაქტი ეკრძალებათ. შემაკავებელი ორდერი გაეგზავნა 637 მამაკაცსა და 61 ქალს.ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და მესამე პოზიციას იკავებს ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b18117fc5077b7eb6c998deff6550d37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, სტატისტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, სტატისტიკა, ადამიანის უფლებები საქართველოში
ქალთა მიმართ ძალადობა: შსს-ის სტატისტიკა განახლდა
პირველ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორე ადგილზე - ფიზიკური, მესამეზე კი სექსუალური ძალადობა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ ქალებზე ფიზიკური ძალადობის 128 ფაქტი დააფიქსირა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, ფიზიკური ძალადობა ქალებზე ძალადობის სახეობებს შორის მეორე ადგილს იკავებს.
პირველ ადგილზეა ფსიქოლოგიური ძალადობა: საანგარიშო პერიოდში 710 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა სექსუალური ძალადობა - 23 შემთხვევა. ძალადობის გავრცელებულ სახეობებს შორისაა იძულება (14 ფაქტი) და ეკონომიკური ძალადობა (5 ფაქტი).
ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირებულია თბილისში, მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე - იმერეთი.
მოძალადე პირების მიმართ პოლიცია შემაკავებელ ორდერებს გამოსცემს. 1-ელი იანვრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 748 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პირებს 1.346 მსხვერპლთან, რომელთაგან 25 - 18 წლამდეა, მიახლოება ან კონტაქტი ეკრძალებათ. შემაკავებელი ორდერი გაეგზავნა 637 მამაკაცსა და 61 ქალს.
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და მესამე პოზიციას იკავებს ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ.